უგემრიელესი საშინაო შერბეტების რეცეპტი, რომლებიც ცხელ ზაფხულში ყოფას გაგიადვილებთ

შერბეტი ყინულიანი ხილის დესერტია, იგი იდეალურია ცხელ დღეებში. იგი არ შეიცავს მცენარეულ ან ცხოველურ ცხიმებს.

სწორედ ამიტომ არის იგი ნაკლებად კალორიული და ჯანსაღ პროდუქტად ითვლება.

როგორ მოვამზადოთ შერბეტი საშინაო პირობებში

მისი მომზადება ძალიან ადვილია, მთავარია იქონიოთ ახალი და ხარისხიანი ხილი. ჩვენ კი რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ მის მოსამზადებლად.

მარწყვის შერბეტი

1. გარეცხეთ მარწყვი და მოაშორეთ ფოთლები.

2. შემდეგ დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ პიურეს მსგავსი კონსისტენცია.

3. მარწყვის პიურე გადაიტანეთ კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში 3-4 საათით.

4. ყოველ ერთ საათში მოურიეთ შერბეტს, რომ მიიღოთ ყინულის პატარა ნატეხები. ბოლოს შეგიძლიათ კვლავ დააბლენდეროთ.

ჟოლოს შერბეტი

1. გარეცხეთ ცოცხალი ჟოლო. თუ გაყინულ კენკრას იყენებთ, გაალღვეთ იგი.

2. ჟოლო დააბლენდერეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი პიურესებრი მასა. გადაიტანეთ კონტეინერში და შეინახეთ საყინულეში 3-4 საათით.

3. ყოველ ერთ საათში მოურიეთ. ბოლოს კი კვლავ დააბლენდერეთ.

ბანანის შერბეტი

1. მწიფე ბანანი მთლიანად გაყინეთ.

2. შემდეგ გამოდგით საყინულედან და კარგად გაალღვეთ.

3. მოაშორეთ ხილს კანი და დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი, პიურესებრი მასა მიიღოთ.

4. მზა შერბეტი მოათავსეთ ჭურჭელში და გააფორმეთ სასურველი ხილითა და კენკრით.

გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი