ტორტი ტაფაზე – საოცარი დესერტის მარტივი რეცეპტი

0
896

თქვენ არ გაგიკვირდებათ თუ ტორტი “ნაპოლეონი”, რომლის მომზადებაზეც რამდენიმე საათი დახარჯეთ გამოვა გემრიელი, მაგრამ მოახდენს თუ არა თქვენზე შთაბეჭდილებას ტაფაზე მომზადებული მრავალფენიანი დესერტი? რათქმაუნდა კი, თანაც მის მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო დაგჭირდებათ. არცერთი სტუმარი არ დაიჯერებს, რომ ამ საოცარი დესერტის მომზადება ასეთი მარტივია.

შოკოლადის ფირფიტები ცხვება ტაფაზე თხელი ბლინების მსგავსად. კრემის ნაცვლად გამოიყენეთ ცხიმიანი არაჟნის (უმჯობესია გამოიყენოთ ნაღები) და შესქელებული რძის ნაზავი. და რაც მთავარია არანაერი ღუმელი!

ინგრედიენტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი 600გ
  • შესქელებული რძე 300მლ
  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • კარაქი 40გ
  • კაკაო 40გ
  • ვანილი 2გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ნაღების შემასქელებელი გემოვნებით

მომზადება

1.კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან (ან ვანილის შაქართან  რაოდენობით 10გ) ერთად. ამ პროცესს დაახლოებით უნდა 2 წუთი, რათა მასა გახდეს აფუებული და შესქელებული. ჩაასხით ნახევარი რძე და კარგად მოურიეთ.

2.გაცერით კაკაო და ფქვილი, ნახევარი დაუმატეთ თხელ მასას, მოურიეთ. ჩაასხით მეორე ნახევარი რძე და მოურიეთ, ამ მასას ასევე დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი და კაკაოს ნარევი, მოზილეთ თხელი ცომი. ბოლოს დაუმატეთ გამღვალი კარაქი და მთელ მასას კარგად გადაურიეთ.

3.ტაფას დაასხით მცენარეული ზეთი და გამოაცხვეთ ფირფიტები, როგორც ბლინები ნელ ცეცხლზე: დაახლოებით ორი წუთი ერთი მხარე, ხოლო წუთ ნახევარი მეორე მხარე. უნდა გამოგივიდეთ 20სმ დიამეტრის მქონე 6-8 ფირფიტა.

4.მოამზადეთ კრემი. ათქვიფეთ არაჟანი და პერიოდულად დაუმატეთ შესქელებული რძე (აუცილებელია, რომ ეს ინგრედიენტები იყოს ერთნირი ტემპერატურის). გამოიყენეთ შემასქელებელი მკვრივი ცომის მისაღებად.

5.ფირფიტებს წაუსვით კრემი. ნამცხვრის თავსაც წაუსვით კრემი და გააფორმეთ თხილით ან ნებისმიერი სხვა გემრიელობით. დაელოდეთ კრემის შეწოვას რამდენიმე საათი და მიირთვით.

ეს ფირფიტები საკმარისია საშუალო სიმაღლის ტორტის ასაწყობად. როდესაც ნამცხვარს აქვს შესქელებული რძე, ნამცხვრის მომზადების და კრემის წასმის შემდეგ აუცილებელია რამდენიმე საათის მოცდა, რათა ნამცხვარმა კარგად შეიწოვოს მთლიანი მასა. ზემოდან მოსაყრელად გამოიყენეთ ნუში, ქოქოსი, გახეხილი შოკოლადი ან კაკაო. და ჩვენი რედაქციის რჩევა: თუ ნამცხვარი გადაგრჩებათ ჩამოჭრილ მხარეს მიაფარეთ პურის ნაჭრები, რათა ნამცხვარი არ გამოშრე და არ დაკარგოს მისი საოცარი გემო. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი