ტარტი გარგარით და ფრანჯიპანით – საუკეთესო საზაფხულო ნამცხვარი

1209

თხელი ფხვიერი ბაზა, ნუშის შიგთავსი, მწიფე გარგარით გაფორმებული – უდაოდ ეს ტარტი ერთ-ერთი საუკეთესო საზაფხულო ნამცხვარია. გარგარის სხვა ხილით ჩანაცვლების არ შეგეშინდეთ, ნამცხვარი ფრანჯიპანით კენკრას, ატამს და ქლიავს შესანიშნავად ერწყმის. სწორედ ამიტომ, ყოველ ჯერზე შეგიძლიათ ახალი გემო მიიღოთ და საზაფხულო ნამცხვრით ისიამოვნოთ.

ინგრედიენტები:

შიგთავსისთვის:

  • 200 გრ გარგარი
  • 125 გრ დაქუცმაცებული ნუში
  • 115 გრ კარაქი
  • 100 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1 ჩ/კ ნუშის ექსტრაქტი
  • 20 გრ ფქვილი
  • გარგარის ჯემი

ცომისთვის:

  • 160 გრ ფქვილი
  • 115 გრ კარაქი
  • 1 კვერცხის გული
  • 30 გრ შაქარი
  • 2 გრ ნუშის ექსტრაქტი (სურვილის მიხედვით)
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • 30 მლ ყინულიანი წყალი

მომზადება:

1. ცომი მოამზადეთ. ფქვილი შაქარს და მარილს აურიეთ და სამზარეულოს კომბაინის ჭიქაში („დანიანი“ ძირით) ჩაყარეთ. ცივი კარაქი პატარა კუბებად დაჭერით და ფქვილს აურიეთ. კომბაინი ჩართეთ და კარაქი ფქვილთან ერთად დააქუცმაცეთ, სანამ პატარა ნამცეცებს არ მიიღებთ. კვერცხის გული, ნუშის ექსტრაქტი და წყალი დაუმატეთ. სწრაფად აურიეთ, ცომი უნდა შეიკრას. ცომი სამუშაო ზედაპირზე ძალიან სწრაფად მოზილეთ, საკვებ ცელოფანში გაახვიეთ და მაცივარში 1 საათით შეინახეთ.

2. ოდნავ ფქვილ მოყრილ ზედაპირზე ცომი გააბრტყელეთ და 20×40 სმ მართკუთხედის ფორმა მიეცით. შემდეგ 12×36 სმ ზომის საცხობ ფორმაში მოათავსეთ. კუთხეები ფრთხილად მიაკარით. ზედმეტი ცომი მოაჭერით. ცომი ფსკერზე ჩანგლით დაჭყლიტეთ და მაცივარში 30 წუთით შედგით.

3. ღუმელი 180 გრადუსამდე გაახურეთ. ცომი ღუმელში მოათავსეთ და 25 წუთით აცხვეთ. ცოტა ხნით ცხაურაზე გააგრილეთ.

4. შიგთავსის მომზადება დაიწყეთ. დიდ თასში დარბილებული კარაქი შაქართან ერთად აურიეთ, რომ რბილი კარაქი მიიღოთ. ათქვეფა გააგრძელეთ და თითო-თითო კვერცხის დამატება დაიწყეთ. ყოველ ჯერზე კვერცხის კრემში ბოლომდე შერევას დაელოდეთ. ვანილის და ნუშის ექსტრაქტები დაუმატეთ. დაფქული ნუში და ფქვილი მოაყარეთ.

5. ცომის ბაზას თხელი გარგარის ჯემი წაუსვით – ეს ცომს გაჟღენთვის უფლებას არ მისცემს. ფრანჯიპანი თანაბრად გადაანაწილეთ და მასზე გარგარის ნაჭრები მოათავსეთ, ოდნავ კრემში ჩააწყვეთ. 25-30 წუთით ოქროსფერ შეფერილობამდე აცხვეთ.

6. ნამცხვარი ღუმელიდან გამოიღეთ და ფუნჯით რბილი გარგარის ჯემი წაუსვით. ცხაურაზე ბოლომდე გააგრილეთ, შემდეგ ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ.

გემრიელად მიირთვით!