ბარურიკ – ეს არის ნაციონალური სომხური ტკბილეული, გემოთი ძალიან ჰგავს ფახლავას. უგემრიელესი ცომი, ნიგვზით გაჯერებული შიგთავსი არომატულ დარიჩინთან ერთად.
ამ ტკბილეულის მომზადება ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება.

ინგრედიენტები ცომისთვის
- 1 ჭიქა ფქვილი
- 100გ კარაქი
- 1 კვერცხი
- 3 სუფრის კოვზი წყალი
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 1/2 ჭიქა შაქარი
- 1 ჭიქა ნიგოზი
- 20გ კარაქი
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
მომზადება
1.ფქვილს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, წყალი და კარაქი, მოზილეთ ცომი. დაასვენეთ 15-20 წუთი.


2.ცალკე ჯამში მოათავსეთ დაფქული ნიგოზი, შაქარი და დარიჩინი.

3.გააბრტყელეთ ცომი, მოათავსეთ შიგთავსი და თანაბრად გადაანაწილეთ.


4.დაახვიეთ რულეტისებურად და მოათავსეთ კარაქით დამუშავებულ ფორმაზე.


5.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-25 წუთი. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!









