სტაფილოსა და ფორთოხლის საოცარი ნამცხვარი

2112

გასაოცარია თუ რამდენად დიდი ძალია აქვთ გემოებს! ზოგ კერძს მარტივად შეუძლია გვამოგზაუროს დროში და გაგვახსენო ბებიები და მათ მიერ სიყვარულით მომზადებული კერძები. ეს დესერტიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

დღეს ჩვენ მართლაც, რომ საოცარ რეცეპტს გაგიზიარებთ.

ეს ნამცხვარი გამოდის ძალიან რბილი და არომატული. მისი მომზადება გაგიკვირდებათ, მაგრამ ძალიან მარტივია. მოდით შევუდგეთ მის მზადებას!

ინგრედიენტები

  • 250მლ კეფირი
  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 1 ფორთოხალი
  • 150გ სტაფილო
  • 3 კვერცხი
  • 250გ შაქარი
  • 100გ კარაქი
  • 250გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

მომზადება

1.პირველ რიგში ჯამში მოათვსეთ მანანის ბურღული და კეფირი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ 40 წუთი, რათა ამოფუვდეს.

2.ამასობაში გარეცხეთ ფორთოხალი, გააშრეთ და მოხსენით ქერქი. გარეცხეთ სტაფილო, გაასუფთავეთ და გახეხეთ წვრილად.

3.მანანის ბურღულის მასას დაუმატეთ სტაფილო და გახეხეილი ფორთოხლის ქერქი. კარგად მოურიეთ.

4.ცალკე ჯამში მოათვსეთ კვერცხი და შაქარი, ათქვიფეთ მიქსერით დიდი სიჩქარით. ეს პროცედურა დაახლოებით 5 წუთს წაგართმევთ.

5.მანანის ბურღულის მასას დაუმატეთ კვერცხის და შაქრის მასა. ამის შემდეგ დაუმატეთ გამღვალი კარაქი და ფქვილთან ერთად გაცრილი გამაფხვიერებელი. მიღებულ მასას სქელი არაჟნის კონსესტენცია უნდა ქონდეს.

6.ჩაასხით ფორმში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

7.გააგრილეთ ნამცხვარი და დაჭერით. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟნის კრემთან ერთად.

ეს ნამცხვარი აუცილებლად გაგილამაზებთ დღეს. გემრიელად მიირთვით!