სოკოსა და ყველის პიცა – ყველაზე გემრიელი რეცეპტი

3063

სტატიის მიხედვით თქვენ ისწავლით სოკოს უგემრიელესი პიცის მომზადებას. ყურადღებით მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას და შედეგიც არ დააყოვნებს.

ინგრედიენტები:

ცომი 

  • 500 გ ფქვილი
  • 4 ჩ.კ. საფუარი
  • 200 მლ თბილი წყალი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 3 ს.კ. ზეთი

გულსართი 

  • 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 3 ს.კ. ტომატპასტა
  • 2 კბილი დაკეპილი ნიორი
  • 450 გ დაჭრილი სოკო
  • 450 გ თხლად დაჭრილი ან გახეხილი მოცარელა ან სულგუნი
  • 2 ჩ.კ. ხმელი თავშავა
  • მარილი

მომზადების წესი:

  1. ცომი. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ მარილი და შაქარი.
  2. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
  3. ცომი შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას ამოსასვლელად.
  4. როდესაც ცომი ამოვა, ოდნავ ზეთიანი ხელით ჩაზილეთ და კვლავ შეფუთეთ.
  5. ხელმეორედ ამოსვლის შემდეგ ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ დაფაზე და გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილად.
  6. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ მრგვალად.
  7. გაბრტყელებული ცომი გადაიტანეთ ოდნავ ზეთმოსმულ საცხობ ფურცელზე ან ტაფაზე.
  8. ღუმელი გაახურეთ 250 გრადუსამდე.
  9. გულსართი. სოკო თხალად დაჭერით და ნიორთან ერთად 3-4 ს.კ. ზეთში 5 წუთის განმავლობაში შუშეთ.
  10. ცომის ფენას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და ტომატპასტა.
  11. ზემოდან მოათავსეთ ყველი ისე, რომ არშიად 1 სმ სიგანის ცარიელი ადგილი დარჩეს.
  12. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და მოაყარეთ სოკო.
  13. მოაყარეთ თავშავა და გამოაცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

ულუფა: 4 ცალი

მომზადება: 20 წთ + დრო ცომის ასაფუებლად

გამოცხობა: 15 წთ