სახლში მომზადებული ღორის კანჭი

1305

ინგრედიენტები

  • კანჭი 1,2კგ
  • ნიორი 1 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 1,5 სუფრის კოვზი
  • წიწაკების მიქსი 1 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • კაკალი ქინძი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ ხორცი, მოაშორეთ კანი და ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ.

2.წაუსვით მარილი, მთელს ზედაპირზე გააკეთეთ ნაჩხვლეტები და ამოავსეთ ნივრით.

3.შეაერთეთ წიწაკა და ზეთი, მოურიეთ. მიღებული კარგად წაუსვით ხორცს.

4.ხორცი მოათავსეთ პაკეტში და მოუკარით თავი. პაკეტი ჩაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას.

5.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 2 საათი.

გემრიელად მიირთვით!