სახლში გამომცხვარი ნაზუქიც არანაკლებ გემრიელია. ჩაინიშნეთ რეცეპტი…

24098

ნაზუქს ტრადიციულად თონეში აცხობენ – ასე განსაკუთრებით გემრიელი და არომატული გამოდის, მაგრამ ღუმელშიც შეიძლება გამოცხობა.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 10 ცალი კვერცხი
  • 800 გ შაქარი
  • 3 ჩ.კ. მშრალი საფუარი
  • 200 გ კარაქი
  • 200-250 მლ არაჟანი
  • 450 გ ქიშმიში
  • 20 გ ვანილი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • 2500 ფქვილი
  • 3 კვერცხის გული

მომზადების წესი:

  1. 800 გ შაქარი და 10 ცალი კვერცხი ათქვიფეთ.
  2. თბილ რძეში გაქენით საფუარი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, მწიკვი მარილი, არაჟანი და გოგლიმოგლი.
  3. მასა ერთგვაროვანი რომ გახდება, დაუმატეთ ფქვილი, ქიშმიში და სანელებლები.
  4. ცომი დადგით ასაფუებლად. როცა აფუვდება, ჩაზილეთ და ერთხელ კიდევ დააცადეთ აფუება.
  5. აფუებული ცომი დაყავით გუნდებად, მიეცით მოგრძო, ოვალური ფორმა და ცალი მხარე ცოტათი გაუბრტყელეთ.
  6. მოათავსეთ თუნუქის ფურცელზე, წაუსვით გათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ 220  გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ულუფა: 20 ცალი

მომზადება: 30 წთ+დრო ცომის ასაფუებლად

გამოცხობა: 25 წთ.