ქათმის და კიტრის სალათზე უკეთესი რა უნდა იყოს? ეს კომბინაცია ნამდვილად ჩემი ფავორიტია.

ყველა დიასახლისმა უნდა იცოდეს ასეთი მარტივი და გემრიელი სალათი სმომზადება.
ინგრედიენტები
- 400გ ქათმის ფილე
- 4 კვერცხი
- 2 კიტრი
- ხახვი
- 2-3 სუფრის კოვზი რძე
- მარილი და წიწაკა
- მაიონეზი
- სანელებლები
- 2 სუფრის კოვზი ძმარი
- შაქარი
- 3 სუფრის კოვზი ცხელი წყალი
- მცენარეული ზეთი
მომზადება
1.პირველ რიგში დავამარინადოთ ხახვი. ამისათვის ის დაჭერით წვრილ რგოლებად, მოასხით ძმარი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი, შაქარი და მოასხით ცხელი წყალი. დატოვეთ 15 წუთი.

2.დაჭერით ფილე და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

3.კვერცხს დაუმატეთ რძე, მარილი და წიწაკა. ამ მასისგან გამოაცხეთ 5-7 ბლინი. გააგრილეთ და გრძლად დაჭერით.

4.კიტრი დაჭერით წვრილად.

5.ააწყეთ სალათი.

6.მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!









