სალათი “მონარქის ქუდი”

1007

სადღესასწაულოდ ისეთი კერძის მომზადება გვინდა, რომელიც სტუმრებს გააოცებს. დიასახლისი ასეთ დროს დიდი სიამაყით ივსება. ამიტომაც დღეს ჩვენ სწორედ ასეთ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

სალათი “მონარქის ქუდი” – ეს არის სამარხვო სამეფო კერძი. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძალიან უბრალო ინგრედიენტები, მაგრამ გემო და არომატი მართლაც, რომ მდიდრულია.

სალათის დასარბილებლად და შესაკაზმად გამოიყენეთ მაიიონეზისა და უცხიმო იოგურტის ნარევი. ქლიავის დამატება არ არის აუცილებელი. თუ აუცილებლად გინდათ ქლიავის გამოყენება მაშინ გამოიყენეთ უთესლო.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 500გ
  • კარტოფილი 2 ცალი
  • ჭარხალი 1 ცალი
  • შავი ქლიავი 100გ
  • ვაშლი 1 ცალი
  • ნიგოზი 100გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ყველი 150გ
  • ბროწეულის მარცვალი გემოვნებით
  • წითელი ხახვი 1 ცალი
  • ნიორი 2 კბილი
  • ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი
  • მაიონეზი 0,5 ჭიქა
  • იოგურტი 0,5 ჭიქა
  • ბარდა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.ფილე, კარტოფილი, კვერცხი და ჭარხალი მოხარშეთ ცალკე. გააგრილეთ. ფილე დაჭერით გრძელ ოთხკუთხედად, კარტოფილი – კუბიკებად. შავი ქლიავი დაჭერით წვრილ ზოლებად.

2.ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და გხეხეთ მსხვილად, მოასხით ლიმონის წვენი, რათა არ გაშავდეს. ჭარხალი გაასუფთვეთ და ანალოგიურად გახეხეთ. ყველი გახეხეთ წვრილად, ხოლო კვერცხის გულები გახეხთ ცალკე.

3.მოამზადეთ შესაკაზმი მასა. მაიონეზს დაუმატეთ იოგურტი, დაჭყლეტილი ნიორი და მარილი. მოურიეთ.

4.ააწყვეთ სალათი. დიდ ბრტყელ თეფშზე დაალაგეთ მზა ინგრედიენტები ფენობით. თითოეული ფენა წინა ფენასთან შედარებით დააპატარავეთ, რათა მიიღოს ქუდის ფორმა და ფენებს შორის წაუსვით მომზადებული შესაკაზმი მასა.

5.პირველი ფენა – ნახევარი კარტოფილი, მეორე – ჭარხალი, მესამე – ნახევარი ქათამი, მეოთხე – შავი ქლიავი, მეხუთე – ნახევარი ნიგოზი, მეექვსე – 1/3 ყველი, მეშვიდე – გაწურული გახეხილი ვაშლი, გაამეორეთ ინგრედიენტები კარტოფილის გარეშ. ბოლო ფენა – კვერცხის გული. დარჩენილ კარტოფილს დაუმატეთ შესაკაზმი მასა და მთლიანი სალათი დაფარეთ მიღებული მასით. სალათს ხელით მიეცით სასურველი ფორმა და წაუსვიტ შესაკაზმი მასა.

6.გააფორმეთ სალათი: გვერდებზე სალათს მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველ, მოასხით სოუსი, მოაყარეთ გახეხილი ცილა და ნიგოზი.

7.სალათი გააფორმეთ მწვანე ზეთისხილით და ბროწეულით. ხახვისგან შექმენით ჯამი და მასში ჩაყარეთ ბროწეულის მარცვლები, მიღებული დეკორაცია მოათავსეთ სალათის თავზე.

რჩევა. თქვენ შეგიძლიათ სალათი თქვენი გემოვნებით გააფორმოთ. მაგალითად, სალათის თავზე აღმართოთ ზეთისხილისგან აწყობილი ჯვარი. გაითვალისწინეთ, რომ ჯარხალი მის ირგვლივ არსებულ ადგილს შეღებავს, ამიტომაც მასთან ფრთხილად იყავთ.