სალათი ლობიოთი და ორცხობილით

0
122

ზამთრის სალათები გამოირჩევა წვნიანობით და ინგრედიენტების მრავალფეროვნებით. ლობიოს სალათი – უგემრიელესი კერძია, რომელიც ზამთრის ცივ დღეებს გაგილამაზებთ. თუ თქვენ ინგრედიენტებს სწორად შეუხამებთ გამოგივათ ძალიან გემრიელი კერძი.

გამორჩეულ პიკანტურობას სალათს ნივრის ორცხობილა ჰმატებს. ორცხობილა შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ უმჯობესია თქვენითვე მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • ლობიო 300გ
  • სიმინდი 300გ
  • პური 150გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • ლორი 100გ
  • ყველი 150გ
  • მაიონეზი 2-3 სუფრის კოვზი
  • მწვანე ხახვი გემოვენბით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვენბით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში მოამზადეთ ორცხობილა: დაჭერით პური, მოაშორეთ ქერი, მიეცით კუბიკის ფორმა. ამოავლეთ დაჭყლეტილ ნიორში და შეწვით ტაფაზე (შეგიძლაით გამოიყენოთ მცირე რაოდენობით ზეთი).

2.სანამ ორცხობილა იწვება, მოხარშეთ კვერცხი. გააგრილეთ და გახეხეთ შაშუალო სისქეზე, როგორც ყველი.

3.სიმინდს დაუმატეთ ლობიო, გახეხილი ყველი და კვერცხი, დაჭრლი მწვანილი, ორცხობილა, ლორი და მაიონეზი.

4.სალათი გამოდის საკმაოდ მარილიანი, ამიტომაც გააკონტროლეთ მარილის რაოდენობა. მოაყარეთ შავი წიწაკა და მოურიეთ.

ამ სალათს ძალიან უხდება შავი პური. თუ თქვენ მისი კალორიულობის შემცირება გინდათ, მაშინ გამოიყენეთ ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი