სალათი “ვნების წვეთები”

0
102

ნოყიერ და ორიგინალური სალათს “ვნების წვეთები” შეუძლია თქვენი მაგიდა გახადოს მრავალფეროვანი და ამავდროულად თავი მოაწონოს სტუმრებს. დამწნილებული ხახვისა და ბროწეულის მარცვლების წყალობით, ეს კერძი იძენს ახალ გემოსა და საოცარ დიზაინს.

ამ სალათის რეცეპტის შეცვლაც ძალიან მარტივია, ამით თქვენ მიიღებთ ახალ გემოსა და არომატს. თუ თქვენ არ გიყვართ საქონლის ენა, შეგიძლიათ შეცვალოთ ღორის ან საქონლის ხორცით. ასევე სცადეთ მაიონეზის მაგივრადა არაჟნის გამოყენება.

ინგრედიენტები

  • საქონლის ენა 300გ
  • კარტოფილი 200გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • ყველი 150გ
  • მაიონეზი გემოვნებით
  • ბროწეულის მარცვალი 100გ
  • ძმარი 3 სუფრის კოვზი

მომზადება

1.პირველ რიგში უნდა დავამწნილოთ ხახვი. ამისათვის 1 ხახვი დაჭერით რგოლებად და მოასხით 3 სუფრის კოვზი ძმარი. ხახვი მოათვსეთ მაცივარში 25-30 წუთით, შემდეგ გარეცხეთ წყლით.

2.მოხარშეთ კარტოფილი, გაასუფთავეთ და გახეხეთ საშუალო ზომაზე.

3.მოხარშეთ ენა და დაჭერით გრძლად.

4.მოხარშეთ კვერცხი, გაასუფთავეთ და გახეხეთ.

5.ყველიც გახეხეთ.

6.დროა ავაწყოთ სალათი. პირველ ფენად დაალაგეთ მოხარშული კარტოფილი, შემდეგ მოხარშული ენა, დამწნილებული ხახვი და მოხარშული კვერცხი. თითოეული ფენის შემდეგ წაუსვით მაიონეზი. ბოლო ინგრედიენტი – გახეხილი ყველი. ზემდან სალათს წაუსვით მაიონეზი.

7.ბოლო საფეხური – კერძი გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით. შეგიძლიათ მარცვლებისგან დახატოთ ფიგურები ან დაალაგოთ უბრალოდ ქაოტურად. სალათს აცადეთ ინგრედიენტების შეწოვა და ამის შემდეგ დააგემოვნეთ.

ამ სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მინიმალური დრო. მისი მომზადებისას შეგიძლიათ მაქსიმალურად ჩართოთ თქვენი ფანტაზია. ბროწეულის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სასურველი მწვანილი. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი