საახალწლო სუფრის საუკეთესო გარნირი. ღვთაებრივი არომატი ყველა მეზობელს თქვენთან მოუყრის თავს

0
629

გარნირად გამომცხვარი კარტოფილი – კლასიკაა. მაგრამ! ცოტაოდენი მანიპულაციების მეშვეობით ამ კლასიკას საოცრებად აქცევთ. სადღესასწაულო გარნირი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება: გარედან ხრაშუნა ქერქი, შიგნით კი წელვადი ყველი.

კერძისთვის თანაბარი ზომის კარტოფილი შეარჩიეთ. გარნირი უფრო ლამაზი იქნება და თანაბრადაც გამოცხვება. თუ ღუმელში დარწმუნებული არ ხართ, საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.

მოსაყრელად რეკომენდებულია ყველი პარმეზანი. თერმული ზემოქმედების ქვეშ ის ნაწილობრივ დნება, ამიტომ გარნირი განსაკუთრებით მიმზიდველი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 800 გრ კარტოფილი
  • 60 მლ მზესუმზირის ზეთი
  • 30 გრ პარმეზანი
  • ½ კონა ნიახური
  • 1 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი
  • 1 მწიკვი პაპრიკა
  • 1 მწიკვი ორეგანო
  • 1 მწიკვი შავი პილპილი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ კარტოფილი. მოაჭერით გვერდი, რათა ვერტიკალურად დადგათ საცხობ ფორმაზე. შემდეგ ჩაჭერით ისე, როგორც ეს ფოტოზეა ნაჩვენები.

2. დაალაგეთ კარტოფილი ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე.

3. მოამზადეთ სანელებელი. შეურიეთ ზეთი სუნელებთან, დაუმატეთ მარილი. წაუსვით მასა კარტოფილს ისე, რომ ყველა ჭრილში მოხვდეს.

4. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-50 წუთით. მზადყოფნამდე 10 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. მზა კერძს მოაყარეთ მწვანილი.

მოამზადეთ, გაახარეთ ახლობლები, მეგობრები და გააზიარეთ ეს რეცეპტი სოციალურ ქსელებში!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი