რძიანი ფუნთუშები საოცარი შიგთავსით

2643

ფუნთუშები გამოდის რბილი, ფაფუკი და ძალიან გემრიელი. გასინჯთ აუცილებლად მოგეწონებათ.

შემადგენლობა

  • მცენარეული ზეთი 3 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 400-450გ
  • კარაქი 50გ
  • ოტახის ტემპერატურის რძე 200მლ
  • მშრალი საფუარი 11გ
  • შაქარი 3 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი + 1 გული
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

მოსაყრელად

  • შაქარი 35გ
  • ხორბლის ფქვილი 35გ
  • კარაქი 20გ

მომზადება:

  1. მოვამზადოთ ცომი. ჯამში ჩაასხით ოთახის ტემპერატურის რძე. დაუმატეთ საფუარი და ერთი ჩაის კოვზი შაქარი. მოურიეთ ხელის სათქვეფით შაქარის სრულ გალღვონამდე.
  2. შემდეგ, თანდათან დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი და მოურიეთ გლუვი მასის მიღებამდე. დატოვეთ ამოსაფუებლად.
  3. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და მარილი. დაუმატეთ შაქარი, ათქვიფეთ და მოასხით გამღვალი კარაქი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. როცა ცომი ამოვა მას დაუმატეთ კვერცხისაგან მიღებული ამსა.
  5. რამდენიმე ნაწილად დაუმატეტ ფქვილი და მოზლეთ ცომი. ცომის გასქელების შემდეგ ის გადამაქვს ჯამიდან მაგიდაზე.
  6. ცომის ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით მცენარეული ზეთი. ცომი დაიყვანეთ ერთგვაროვან კონსესტენციაზე.
  7. ცომი უნდა გამოგივიდეთ რბილი და არა წებვადი.
  8. ცომი მოათავსეთ ზეთით დამუშავებულ ჯამში. შეფუთეთ ჯამი და მაოთავსეთ თბილ ადგილას 30-40 წუთით.
  9. როცა ცომი ამოვა კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და დატოვეთ ხელმეორედ ამოსაფუებლად 30 წუთით.
  10. მოვამზადოთ ზემოდან მოსაყრელი მასა. აურიეთ შაქარი და ფქვილი. დაუმატეთ კარაქი და ხელით დაამუშავეთ მიღებული მასა.
  11. ცომი გაყავით ტოლ ნაწილებად (მე გამომივიდა 12 ცალი). შემდეგ, თითოეულ ნაჭერს მიეცით ბურთის ფორმა. ბურთებს გადააფარეთ და დაელოდეთ 10 წუთი.
  12. დავუმატოთ შიგთავსი (მე ვიყენებ მოხარშულ შედედებულ რძეს). ცომს მივცეთ ჩაღრმავებული ფუნთუშის ფორმა და მასში მოვათავსოთ 2-3 ჩაის კოვზი შერჩეული შიგთავსი. შეკარით უნთუშის გვერდები და ფრთხილად მიეცით ბურთის ფორმა.
  13. ფორმირებული ფუნთუშები მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე (შეგიძლიათ ფორმა ამოფინოთ პერგანემტით, მაგრამ ამ შემთხვევაშ მე არ გამომიყენებია). თავზე გადააფარეთ და დატოვეთ 15-20 წუთი.
  14. ფუნთუშებს ზემოდან წაუსვით კვერცხის გული და მოაყარეთ ის მასა, რომელიც სპეციალურად მოამზადეთ შაქრით, ფქვილით და კარაქით.
  15. ფუნთუშები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
  16. ეცადეთ დრო თქვენი ღუმელის მიხედვით განსაზღვროთ, რადგან სხვადასხვა ღუმელი განსხვავებულ დროს ანდომებს.
  17. უგემრიელესი ფუნთუშები მზად არის. გაგრილების შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.

გემრიელად მიირთვით!