როგორ მოვამზადოთ ჭარხლის სალათი ბადრიჯნის შიგთავსით

0
138

მე არ მიყვარ ჭარხალი, მაგრამ ამ სალათს სიამოვნებით მივირთმევ. ჭარხლის ბლუზი პირველივე გასინჯვისას გაგაოცებთ თავისი პიკანტური გემოს მეშვეობით. ეს ყველაფერი ინგრედიენტების ჰარმონიული შეხამებისა და უნიკალური შიგთავსის დამსახურებაა, რომელიც ბადრიჯნისგან და მდნარი ყველისგან შედგება.

ეს სალათი მზადდება მაიონეზის გარეშე, რაც მისი კიდევ ერთი დადებით მხარეა.

თუ ბადრიჯანს და ჭარხალს წინასწარ გამოაცხობთ, მაშინ ამ სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ სულ რაღაც 5 წუთი. ეს სალათი არის უგემრიელესი და რაც მთავარია ჯანსაღი. ეს იმის დამსახურებაა, რომ გამომცხვარ ჭარხალში შენახულია სასარგებლო ნივთიერებები. რაც ძალიან მნიშვნელოვანია! იდეალურია მარხვის დროს.

გემრიელი სალათი ჭარხლით

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესი სალათის ჭარხლის ბლუზის რეცეპტს.  რომელიც გაგაოცებთ თავისი გემოთი.

ინგრედიენტები სალათისთვის

  • 1 ცალი მოხარშული ჭარხალი
  • 3 კბილი ნიორი
  • 3 კვერცხი
  • 0,5 შაის კოვზი შავი წიწაკა

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 ბადრიჯანი
  • 200გ მდნარი ყველი
  • 0,5-1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

  1. თავდაპირველად მოამზადეთ ინგრედიენტები. მოხარშეთ კვერცხი. ბადრიჯანი და ჭარხალი გამოაცხვეთ ღუმელში. ჭარხალი გამოაცხვეთ 1,5 საათის განმავლობაში 180 გრადუსზე. სურვილისამებრ შეგიძლიათ გამოცხობის ნაცვლად ბოსტნეული მოხარშოთ.

ბადრიჯანი ხარშეთ ადუღებიდან 7-8 წუთის განმავლობაში მარილიან წყალში, ჭარხალი მოხარშეთ ერთ სუფრის კოვზ შაქართან ერთად 1,5 საათი. დაელოდეთ ზედმეტი სითხის გამოსვლას. გააგრილეთ ბოსტნეული.

2.შიგთავსის მოსამზადებლად, ბადრიჯანს მოაცალეთ ქერქი და დააბლენდერეთ.

ბლენდერის არ ქონის შემთხვევაში ბადრიჯანი გამოატარეთ ხორც საკეპში. მას დაუმატეთ მდნარი ყველი, დაამარილეთ. კარგად აურიეთ. ერთგვაროვანი მასის მისაღებად  შეგიძლიათ  დააბლენდეროთ.

3.დააქუცმაცეთ ნიორი და დაუმატეთ შიგთავსს, აურიეთ. კვერცხი წვრილად დაჭერით, ჭარხალი კი გახეხეთ.

4.შიგთავსში დაამატეთ ჭარხალი, კვერცხი, წიწაკდა და კარგად მოურიეთ.

5.ჭარხლის სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

სალათის გაფორმება შეგიძლიათ ნიგვზით, ოხრახუშის და კამის ფოთლებით.

ეს საოცარი სალათი აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი, განსაკუთრებით კი ექსპერიმენტების მოყვარულებს მოეწონებათ. ტკბილ ჭარხალს ძალიან უხდება პიკანტური მწარე გემო.  აუცილებლად მოამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით, რადგან მისი მეშვეობით უგემრიელესი სალათი გამოგივათ.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი