როგორ მოვამზადოთ ჭარხლის სალათი

0
168
S

სწორედ ცივი სეზონის დაწყებისას გვახსენდება ჭარხალი,  როგორც დამოუკიდებელი პროდუქტი და მთავარი ინგრედიენტი სალათებისთვის. საბედნიეროდ, ჩვეულებრივი ჭარხლის სალათების გარდა არსებობს უამრავი რეცეპტი, პროდუქტების უჩვეულო კომბინაციით, რომელებსაც  თქვენი გაოცება შეუძლიათ.

ქლიავის და ჭარხლის სალათი

ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ ქლიავის და ჭარხლის სალათის რეცეპტს. მერწმუნეთ ამ რეცეპტის მიხედვთ მომზადებული სალათი იქნება უგემრიელესი. ეს საოცარი სალათი აუცილებლად გახდება სადღესასწაულო მაგიდის მთავარი კერძი. და აუცილებლად მოეწონება მათ ვისაც უყვარს ექსპერიმენტები სამზარეულოში.

ინგრედიენტები

  • 5 კვერცხი
  • 150გ ქლიავი
  • 2 ჭარხალი
  • 1 ქაშაყი
  • 1 ხახვი
  • 400გ ქამა სოკო
  • მაიონეზი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ ქამა სოკო და დაჭერით წვრილ ნაჭრებად.

2.წვრილად დაჭრილი ხახვი და სოკო ერთად მოთუშეთ. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.

3.მოხარშეთ 2 ცალი საშუალო ზომის ჭარხალი. ერთი ჭარხალი წვრილად დაჭერით ხოლო მეორე  მსხვილად გახეხეთ.

4.კვერცხები მოხარშეთ და გაფცქვენით. შემდეგ დაჭერით კუბიკებად ან გახეხეთ მსხვილად.

5.გაასუფთავეთ ქაშაყი ძვლებისაგან და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

6.გარეცხეთ და წვრილად დაჭერით ქლიავი.

7.თეფშზე სალათი დაალაგეთ ფენებად, თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი. პირველი ფენა-ქაშაყი, მეორე-ხახვი და სოკო, მესამე-კვერცხი, მეოთხე-ქლიავი და ბოლოს გახეხილი ჭარხალი.

8.როდესაც სალათი მზად იქნება, გააფორმეთ ის ჭარხლის ფირფიტებით. სალათი ჭარხლით და ქლიავით “შავი ვარდი” მზად არის, გემრიელად მიირთვით.

თქვენ უკვე იცით ჭარხლით და ქლიავით სალათის მომზადება, მაგრამ ადრე თუ მოგიმზადებიათ ასეთი უცნაური სალათი? საინტერესოა თუ ერთი ჭარხალი, როგორ უხდება სხვადასხვა ინგრედიენტებს: ფორთოხალს, ქლიავს, დამჟავებულ კიტრს, კვერცხს, ქაშაყს. რა ინგრედიენტებიც არ უნდა აიღოთ კერძის მოსამზადებლად, მათ შორის ჭარხალი არასოდეს იქნება ზედმეტი.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი