როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტოს ცხობილა ხორცით და ყველით

1091

ჩვენი რედაქცია ძალიან დიდ რეკომენდაციას უწევს ცხობილებს. რადგან ეს არის ცხელი და ამავდროულად ძალიან პრაქტიკული კერძი: არდადაგები, შაბათ, კვირის დღეები, დღესასწაულები – ნებისმიერი დღისთვის შეირჩევა შესაბამისი ცხობილა.

ყვავილოვანი კომბოსტოც ცხობილა ხორცით და ყველით – მარტივი ხერხი იმისთვის, რომ უბრალო ინგრედიენტები ვაქციოთ სარესტორნო კერძად. კომბოსტო, ხორცი და ყველი – მთავარი ინგრედიენტებია. მათ ერთმანეთთან მეგობრობაშ ბეშამელის უგემრიელესი სოუსი ეხმარება, რომელსაც დამატებული აქვს ტკბილი მდოგვი.

ამ კერძის დიეტური ვარიანტისთვის გამოიყენეთ ქათმის ფილე და ნაკლებად ცხიმიანი ნაღები. ბეკონის ნაცვლად დაალაგეთ ბოსტნეულის ნაჭრები.

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო – 500გ
  • ხორბლის ფქვილი – 80გ
  • კვერცხი – 1 ცალი
  • მარილი – გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) – გემოვნებით
  • ნიგოზი
  • ყველი – 200გ
  • საქონლის ფარში – 600-700გ
  • ხახვი – 1 ცალი
  • ნიორი – 1 კბილი
  • კარაქი – 1 სუფრის კოვზი
  • ნაღები – 340მლ
  • მდოგვი – 2 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • წითელი წიწაკა – გემოვნებით
  • ბეკონი – 100გ

მომზადება

1.კორჟი. ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ მარილიან წყალში. მოხარშული კომბოსტო აქციეთ პიურედ. დაუმატეთ 70გ ფქვილი, კვერცხი, ცოტა მარილი, წიწაკა და ნიგოზი. მოურიეთ.

2.შიგთავსი. ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, შეწვით საქონლის ფარში. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და დაქუცმაცებული ნიორი. მოაყარეთ მარილი, წითელი და შავი წიწაკა. მოურიეთ. შიგთავსი მოთუშეთ და გადაიტანეთ ცეცხლიდან. ცალკე შეწვით დაჭრილი ბეკონი.

3.სოუსი. გაალღვეთ კარაქი, დაუმატეთ მდოგვი და მოურიეთ. მოაყარეთ დარჩენილი ფქვილი, მოასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. სოუსი წამოადუღეთ, მაგრამ ამ დროის განმავლობაში განუწყვეტლივ ურიეთ.

4.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით, წაუსვით ზეთი, მასში მოატავსეთ და მოასწორეთ კომბოსტოს ცომი. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი (ზემოთ მითითებული რაოდენობის ყველი გახეხეთ). მოათავსეთ ფარში, მოაყარეთ ყველი, მოასხით სოუსი. ზემოდან დაალაგეთ ბეკონი და მოაყარეთ დარჩენილი ყველი.

5.გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 25 წუთი.

ლამაზი და სურნელოვანი ცხობილა აუცილებლად გაახარებს ყველას. და კიდევ უფრო გააკვირვეს და არაფრთოვანებს მისი საოცარი გემოს მეშვეობით. გემრიელად მიირთვით!