როგორ მოვამზადოთ ღორის ნეკნები

2374
Organic Grilled Lamb Chops with Garlic and Lime

ეს კერძი ნამდვილად დაამშვენებს თქვენს სადღესასწაულო მაგიდას. სტუმრები გაოცდებიან!

გამომცხვარი ნეკნები

ღორის ნეკნების მომზადება ღოველდღიურად არ ღირს. ხორცი საკმაოდ ცხიმიანია, მაგრამ სადღესასწაულო სუფრის კოლორიტად ნებისმიერ შემთხვევაში იქცევა.

ამ ღუმელში გამომცხვარ წვნიანი ნეკნებს, სწორად ააქვს სახელი შერჩეული, მას “გვირგვინს” უწოდებენ. კერძს თუ შეხედავთ, მართლაც მეფის გვირგვინს მოგაგონებთ.

ხორცს შიგნიდან ამშვენებს უგემრიელესი ისპანახის შიგთავსი, რომლის მომზადებასაც დღეს მარტივად შეგასწავლით. მოტკბილო ისპანახი ღორის ხორცს საოცრად უხდება.

ერთი შეხედვით ამ კერძის მომზადება მარტივად მოგეჩვენებათ, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის! გახსოვდეთ, რომ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ კანაფის ძაფი, რათა ღუმელში გამომცხვარი ნეკნები არ დაიშალოს.

ინგრედიენტები

  • ღორის 8 ნეკნი
  • 1 კონა ისპანახი
  • 2 კვერცხი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 2 ხახვი
  • 1 ჩაის კოვზი ძირა
  • მარილი
  • წიწაკა

მომზადება

1.თავდაპირველად კერძის მზადება დაიწყეთ ნეკნებიდან. მოაშორეთ ბასრი ძვლები და ზედმეტი ხორცის ნაჭრები. ყველა ნაჭერი დაიყვანეთ ერთ ზომამდე.

2.ნეკნების ბოლოებს მოაშორეთ ხორცის ისე, რომ გამოიყურებოდეს სტანდარტულად. ახლა კი – მთავარი მომენტი! ნეკნები უნდა დაალაგოთ ისე, რომ დაემსგავსოს მეფის “გვირგვინს”. ძაფის მეშვეობით დააფიქსირეთ ნეკნები.

3.ნარჩენი ხორცი გამოატარეთ ხორცსაკეპში ისპანახთან, კვერცხთან, ქინძთან, ოხრახუშსთან და ხახვთან ერთად. ახალი ისპანახი 10წმ მოათავსეთ ადუღებულ, ხოლო შემდეგ გაყინულ წყალში.

4.ფარში შეკაზმეთ ქინძით, მარილით და წიწაკით. ამ სანელებლების ნარევი კარგად წაუსვით “გვირგვინს”.

5.იმისათვის, რომ თქვენი კერძი კარგად გამოცხვეს გამოიყენეთ ღრმა ფორმა და ფოლგა.

6.”გვირგვინი” მოათავსეთ გამოსაცხობი ფირფიტის ცენტრში, ხოლო შიგთავსი მოათავსეთ ქვემოდან და ზემოდანაც. ქვემოთ მოატავსებულ შიგთავსს შემოახვიეთ ფოლგა. ასევე რეკომენდირებულია ფოლგით შეფუთოთ ნეკნის ბოლოები, ასე ისინი უკეთ შეინარჩუნებენ თავდაპირველ შეხედულებას.

7.გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე, შემდეგ დაწიეთ 170 გრადუსამდე და კერძი გამოაცხვეთ 3 საათი.

8.გამოიტანეთ ღუმელიდან ფირფიტა და შიგტავსიანი ხორცი მოათავსეტ თბილ კერძზე.

ეს კერძი ძალიან უხდება მოხარშულ კარტოფილს, სტაფილოს და პომიდორ ჩერის.