როგორ მოვამზადოთ ფუმფულა მაჭკატები

თუ მაჭკატებს კეფირით ამზადებთ, აუცილებლად დაიმახსოვრეთ: კეფირი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, ცივი მასალით მომზადებული მაჭკატები ფუმფულა არ გამოვა!

მაჭკატების ცომი მომზადების შემდეგ მინიმუმ 15 წუთი უნდა “შეასვენოთ”. მომზადების წინ კი არასდროს მოურიოთ ცომს, და ბოლოს… მაჭკატები საშუალო ცეცხლზე, თავდახურული უნდა მოამზადოთ. როგორც კი ბუშტუკებს შენიშნავთ – მაშინვე უნდა გადმოაბრუნოთ!

ჩვეულებრივ სირბილის და სიფუმფულის მისანიჭბელად მაჭკატების ცომს სოდას, საფუარს ან კეფირს ვუმატებთ, თუმცა დღეს ერთ საიდუმლოს გასწავლით: დაუმატეთ ცომს ცოტაოდენი სპრაიტი და ის 1000-ჯერ უფრო ფუმფულა და რბილი გამოვა!

როგორ მოვამზადოთ ფუმფულა მაჭკატები

ინგრედიენტები

  • 0.5 ჭიქა ფქვილი
  • 0.5 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი
  • 0.5 ჩაის კოვზი მარილი
  • 120 გრამი კარაქი
  • 0.5 ჭიქა არაჟანი
  • 1 ჭიქა სპრაიტი

მომზადების წესი:

1. აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი

2. დაუმატეთ კარაქი, არაჟანი და სპრაიტი

3. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ისე რომ ჰაეროვანი და რბილი ცომი მიიღოთ. საჭიროების შემთხვევაში კიდევ დაუმატეთ ფქვილი. ცომი მაგიდაზე მოათავსეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ.

4. ფორმის მეშვეობით ცომიდან მაჭკატები გამოჭერით.

 

5. შეწვით მცენარეულ ზეთში.

თქვენი ფუმფულა მაჭკატები მზად არის! ისინი უგემრიელესი გამოდის, აუცილებლად სცადეთ მათი ამ რეცეპტით მომზადება!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი