როგორ მოვამზადოთ სოკოს სუპი

0
620

დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ სუპი კვირაში ერთხელ მაინც მივირთვათ. მართლაც სახლში მომზადებულ ცხელ და არომატულ სუპს რა ჯობია?

დღეს ჩვენ მოვამზადებთ მსუბუ და არომატულ სოკოს სუპს ბადრიჯნით.

ამ კერძს, მართლაც უცნაური გემო აქვს. ალბათ გიკვირთ ამ რეცეპტში ბადრიჯნის არსებობა, მაგრამ ჩვენ დღეს დაგიმტკიცებთ, რომ ის ნამდვილად საჭიროა .

ინგრედიენტები

  • 200გ ქამა სოკო
  • 2 კარტოფილი
  • 1 ბადრიჯანი
  • 1 ხახვი
  • 0,5 სტაფილო
  • 500მლ რძე
  • 800მლ წყალი
  • შავი წიწაკის მარცვალი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • მარილი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.დაჭერით ბადრიჯანი საშუალო კუბიკებად. მოათავსეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 20 წუთი.

2.დაჭერით ხახვი და მსხვილად გახეხეთ სტაფილო. გაზზე მოათავსეთ სუპის ქვაბი, მოასხით მცენარეული ზეთი და შეწვით ხახვის დარბილებამდე. შემდეგ დაუმატეთ სტაფილო და შეწვით რამდენიმე წუთი.

3.დაჭერით სოკო, შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული. დაჭერით. სოკოც დაუმატეთ ქვაბში არსებულ ბოსტნეულს და მოთუშეთ 5-6 წუთი. დაუმატეთ მარილი და დაფქული შავი წიწაკა.

4.ქვაბში ჩაასხით რძე და უმალვე დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი. კარგად მოურიეთ და ნელ ცეცხლზე მოხარშეთ 10 წუთი.

5.ამასობაში გარეცხეთ ბადრიჯანი და გაამშრალეთ ხელსახოცით. შეწვით ზეთში დაბალ ცეცხლზე 5 წუთი.

6.როცა კარტოფილი მომზადდება, ქვაბში მოათავსეთ ბადრიჯანი, ჩაასხით 800მლ ცხელი წყალი, წამოადუღეთ და მოხარშეთ კიდევ 5-6 წუთი დაბალ ცეცხლზე.

ბოლოს დაუმატეთ 5-6 შავი წიწაკის მარცვალი. დაელოდეთ 5 წუთი და დააგემოვნეთ. გემრიელად მიირთვით!

ახლა კი თქვენ იცით სოკოს სუპის მარტივად მომზადება. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი