როგორ მოვამზადოთ სადღესასწაულო ტორტი

0
254
Black forest cake decorated with whipped cream, cherries and with chocolate chips on a dark wooden background. Top view.

როგორ ტორტს ამზადებთ სადღესასწაულოდ? მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ოჯახში არსებობს თავისებური ტრადიცია. მე ყოველთვის ვაცხობდი “ნაპოლეონს” ან “მწდოკს”. ამას იქამდე ვაკეთებდი სანამ არ გავიგე “სისი ეკლერის” შესახებ. რბილი, ნაღბის, ლღვება პირში. სინჯავ ერთხელ და გიყვარდება სამუდამოდ.

დღეს ჩვენი რედაქცია ამ საოცარი ტორტის შესახებ მოგიყვებათ.

ტორტი ნაღების კრემით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 180მლ წყალი
  • 85გ კარაქი
  • 90გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 5გ შაქარი
  • 3 კვერცხი

ინგრედიენტები პუდინგისთვის

  • 300მლ რძე
  • 70გ ვანილის პუდინგი
  • 40მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
  • 100გ თეთრი შოკოლადი
  • 170გ ნაღების კრემი

ინგრედიენტები ნაღების კრემისთვის

  • 200მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი

ინგრედიენტები განაშისთვის

  • 40გ შავი შოკოლადი
  • 15მლ ნაღები 35% ცხიმიანობის
  • 10გ კარაქი

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ცომი. ამისათვის აიღეთ სქელი ძირის მქონე ქვაბი, ჩაასხით წყალი, დაუმატეთ მარილი, შაქარი და კარაქი. წამოადუღეთ და დაელოდეთ კარაქის გალღობას.

2.ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ ფქვილი. მოურიეთ და კვლავ დააბრუნეთ ცეცხლზე. ხარშეთ მანამ, სანამ ცომი არ მიიღებს ბურთის ფორმას. ქვაბმა ძირზე შეიძლება ოდნავ მიიწვას.

3.ცომი მოათავსეთ ჯამში და დაუმატეთ თითო კვერცხი, ყოველი კვერცხის დამატებისას კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ცომი მოათავსეთ ფორმაში, კარგად მოასწორეთ. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოაცხვეთ 30 წუთი. თავიდან ცომი ძალიან ამოფუვდება და გალამაზდება.

4.ახლა კი მოვამზადოთ კრემ-პუდინგი. ამისათვის ნაღები გააცხელეთ 80 გრადუსზე, მასში მოათავსეთ დაჭრილი თეთრი შოკოლადი. დაელოდეთ 2 წუთი და დაიყვანეთ ერთგვაროვან კონსესტენციამდე. რძეს დაუმატეთ ვანილის პუდინგი, რომელსაც არ სჭირდება მოხარშვა, ათქვიფეთ ხელის სათქვეფით. დაუმატეთ გამღვალი შოკოლადი და ნაღბის ყველი, ისევ კარგად ათქვიფეთ. მიღებული კრემ-პუდინგი თანაბრად წაუსვით გაგრილებულ ფირფიტას და მოათავსეთ მაცივარში.

5.ნაღების კრემის მოსამზადებლად, ათქვიფეთ ნაღები და შაქრის ფხვნილი. ასე მარტივად მზადდება ამ სახის კრემი. წაუსვით კრემ-პუდინგს და მოათავსეთ ტორტი მაცივარში.

6.შემდეგ მოვამზადოთ განაში. ამისათვის გააცხელეთ კარაქი და ნაღები. ნაღების მასში მოათავსეთ წვრილად დააჭრილი სოკოლადი და მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.

7.კულინარიული პაკეტის დახმარებით თქვენივე გემოვნებით გააფორმეთ განაშით ტორტი ზემოდან. დესერტი ღამით დატოვეთ მაცივარში, რათა კრემი გაგრილდეს და ტორტი გახდეს ფაფუკი.

სულ ეს იყო. როგორც ხედავთ მისი მომზადება სულაც არ არის რთული. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი