როგორ მოვამზადოთ “ნაპოლეონი” ტაფაზე

1444

პრაქტიკულად ყველა ქვეყანას აქვს ცნობილი “ნაპოლეონის” საკუთარი ვარიანტი. ასე მაგალითად, საფრანგეთსა და იტალიაში, მსგავს ნამცხვარს “millefeuille”, რაც ნიშნავს “ათას ფენას”. ბელგიელებს კი საკუთარი ვერსია აქვთ და მას ტომპუსი ეწოდება, ნამცხვარი ათქვეფილი ნაღებითა და ვარდისფერი მინანქრით.

ნაპოლეონი ტაფაზე

თქვენ შეგიძლიათ საყვარელი ნაპოლეონი ღუმელის გარეშეც მოამზადოთ. მის მოსამზადებლად მხოლოდ ტაფა და აუცილებელი ინგრედიენტებია საჭირო. ნაპოლეონის მომზადება უგემრიელესი მოხარშული კრემით ძალიან მარტივია და იგი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

ფოტო: © Depositphotos

ინგრედიენტები

  • 350 გრ ფქვილი
  • 4 კვერცხის გული
  • 200 გრ ლერწმის შაქარი
  • 1 შეფუთვა ვანილი
  • 150 მლ მუქი ლუდი
  • 1 ლ რძე
  • 500 გრ კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი

1. მოამზადეთ ცომი: 200 გრ დარბილებულ კარაქს დაუმატეთ ლუდი, მწიკვით მარილი და 250 გრ ფქვილი. იმისათვის, რომ ცომი უფრო მარტივად მოსაზელი იყოს, ინგრედიენტებს თავდაპირველად კოვზით მოურიეთ.

2. “დაასვენეთ” ცომი 5 წუთით. შემდეგ კვლავ მოზილეთ. ცომი ხელზე არ უნდა ეკრობოდეს.

3. შემდეგ გაყავით ცომი 9 თანაბარ ნაწილად, დაამრგვალეთ და ცოტა ხნით საყინულეში შეინახეთ.

4. ამ დროის განმავლობაში მოამზადეთ მოხარშული კრემი. ამისათვის შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, შაქარი და 100 გრ ფქვილი.მოურიეთ მასას და თანდათან დაუმატეთ რძე.

5. ადუღეთ კრემი სანამ შესქელდება. შემდეგ დაუმატეთ 300 გრ კარაქი და ვანილი. შემდეგ კი გააცივეთ კრემი.

6. ცომის ბურთულები რაც შეიძლება თხელ ფენებად გააბრტყელეთ.

7. გამოაცხვეთ ფენები მშრალ ტაფაზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება. თითოეულ მხარეს 3 წუთით გამოაცხვეთ.

8. თუ ცომის ყველა ფენა და კრემიც მზადაა, შეგიძლიათ დაიწყოთ ტორტის მზადება. ფენებზე კრემის წასმის პროცესში შეგიძლიათ ჩამოჭრათ ცომის ზედმეტი კიდეები, რათა ტორტი გლუვი და ლამაზი გამოვიდეს.

9. სქლად წაუსვით კრემი ფენებს, ზედმეტი ნატეხები კი გაახმეთ ტაფაზე, დაფშვენით და ტორტს ზემოდან მოაყარეთ. შეინახეთ ტორტი მაცივარში მთელი ღამით, რომ კრემი უფრო კარგად იყოს გაჯერებული.

სულ ესაა, ტორტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!