როგორ მოვამზადოთ ლაჰმაჯუნი-თურქული თხელი პიცა

ლაჰმაჯუნი (ითარგმნება როგორც ხორცი ცომით)-თხელი თურქული პიცაა ხორცის ფარშით, ბოსტნეულითა და მწვანილით.

ძველად, საბრალო გლეხები საჭმლის ნარჩენებისგან ამზადებდნენ ლაჰმაჯუნს. დღეს კი ეს კერძი გახდა პოპულარული სწრაფი კვების ობიექტი თურქეთში, სომხეთსა და ბევრ არაბულ ქვეყანაში.

თურქები ხუმრობენ, რომ იტალიელებმა მათი პიცა ლაჰმაჯუნისგან დააკოპირეს. თუ შევადარებთ, თურქული პიცა უფრო თხელია, მას აცხობენ ხორცის ფარშით, შემდეგ უმატებენ ბოსტნეულის შიგთავსს და რულეტივით ახვევენ.

თხელი პიცის რეცეპტი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 200 გრ ძროხის ფარში
  • 100 გრ ცხვრის ფარში
  • 1 ც ხახვი
  • 2 ც ტკბილი პილპილი
  • 1 ც ცხარე პილპილი
  • 1 ც პომიდორი
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • რამდენიმე ღერო ოხრახუში
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 280 გრ ფქვილი
  • 5 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 130 მლ წყალი

ინგრედიენტები ცაციკის სოუსისთვის

  • 500 მლ ნეიტრალური იოგურტი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ც კიტრი
  • 1 მუჭა კამა

მომზადების წესი

1. გახეხეთ ნიორი, წვრილად დაჭერით მწვანილი, ყველა ბოსტნეული სამზარეულოს კომბაინით დაანამცეცეთ.

2. თასში შეურიეთ ერთმანეთს ძროხისა და ცხვრის ფარში, ბოსტნეული, მწვანილი, ნიორი, ტომატ-პასტა, ზეთი და სანელებლები.

3. ღრმა თასში ჩაყარეთ ფქვილი და ცენტრში ჩააღრმავეთ, დაუმატეთ შაქარი და საფუარი.

4. მშრალ კომპონენტებს დაუმატეთ წყლის საერთო რაოდენობის ნაწილი და მოურიეთ. გააჩერეთ 10-15 წუთით.

5. შემდეგ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, დარჩენილი წყალი, მარილი და 10 წუთის განმავლობაში მოზილეთ ელასტიური რბილი ცომი.

6. თასს ქაღალდის ხელსახოცი გადააფარეთ და თბილ ოთახში 1,5 საათით გააჩერეთ. ცომის მოცულობა სამჯერ უნდა გაიზარდოს.

7. გაყავით ცომი 8 თანაბარ ნაწილად.

8. ცომის თითოეული ნაჭერი გაიყვანეთ 1-2 მმ სისქის თხელ ფირფიტად.

9. საცხობ ლანგარზე წაუსვით ზეთი და მოათავსეთ მასზე ფირფიტები. მათ ზედაპირზე 2 ს.კ. შიგთავსი მოათავსეთ.

10. შიგთავსი მთელს ზედაპირზე კარგად გადაანაწილეთ.

11. გამოაცხვეთ პიცა 230 გრადუსზე 7-10 წუთის განმავლობაში. ყველა ფირფიტაზე იგივე პროცედურა გაიმეორეთ.

12. გამომცხვარ ფირფიტებს წაუსვით ცაციკის სოუსი, რომელიც მჟავე იოგურტით, მწვანილით, კიტრითა და ნივრით მზადდება.

13. შემდეგ ზემოდან დაჭრილი ბოსტნეული და თქვენთვის საყვარელი მწვანილი მოათავსეთ.

14. გაახვიეთ ფირფიტა რულეტივით. თუ იგი ძალიან გრძელი გამოვა, შუაზე გაჭერით.

ლაჰმაჯუნი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი