რამდენიმე კარტოფილისგან და ცოტაოდენი ფარშისგან ასეთი გემრიელობის მომზადება შეგიძლიათ

0
1452

რას ამზადებთ ხოლმე, როცა ცოტაოდენი კარტოფილი და ფარში გაქვთ? ალბათ, მობრაწულას! მოდით, მოვამზადოთ ის რაიმე განსაკუთრებულად. ამისათვის კრეატივი და ცოტა მეტი დრო დაგჭირდებათ, “გასტრონომიას” რეცეპტი კი ამაში დაგეხმარებათ.

შეანელეთ ფარში საყვარელი სუნელებით, შექმენით ბურთულები, მოასხით ტომატის სოუსი. წარმოგიდგენიათ, როგორი კერძი გამოვა? მოდით, ერთად მოვამზადოთ

ინგრედიენტები

  • 600 გრ კარტოფილი
  • 550 გრ ღორის ხორცის ფარში
  • 120 გრ სულგუნი
  • 3 ც პომიდორი
  • 1 ც ხახვი
  • 2-3 კბ ნიორი
  • 1/2 ჩ.კ. იტალიური სუნელები
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. პაპრიკა
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დააბლენდერეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი.

2. შეურიეთ მიღებული მასა ფარშს, დაუმატეთ სუნელები, მარილი და შექმენით ბურთულები.

3. გათალეთ კარტოფილი და დაჭერით 1 სმ რგოლებად.

4. საცხობი ფორმა წრიულად შეავსეთ კარტოფილითა და ფარშით ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

5. დაჭერით და დააბლენდერეთ პომიდორი, მოასხით მასა კერძს.

6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთით. მომზადებამდე 2 წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი სულგუნი.

მზა კერძთან შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათი. აქციეთ ჩვეული პროდუქტები საუცხოო კერძად, მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი