ნიგვზიანი ბადრიჯნის საუკეთესო რეცეპტი

6666

ბადრიჯნისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება, მაგრამ ჩვენმა რედაქციამ არჩევანი კვლავ ნიგვზიანი ბადრიჯნის რეცეპტზე შეაჩერა, რადგან ფხალეულში ის ყველაზე მოთხოვნადია. ჩაინიშნე ნიგვზიანი ბადრიჯნის საუკეთესო რეცეპტი.

ინგრედიენტები: 

  • ბადრიჯანი – 500 გ
  • ნიგოზი – 100 გ
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • ოხრახუში – 30 გ
  • ხახვი – 1 თავი
  • ყვითელი ყვავილი – 1/2 ჩ.კ.
  • უცხო სუნელი – 1/2 ჩ.კ.
  • ხმელი ქინძი – 1/2 ჩ.კ.
  • ძმარი – 20 მლ
  • ზეთი – 50 მლ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ბროწეული გასაფორმებლად

მომზადების წესი: 

  1. ბადრიჯანი მოგრძო, თხელ ნაჭრებად დაჭერით და მარილი მოაყარეთ. გააჩერეთ ცოტა ხანს, შემდეგ კი გაწურეთ. ბადრიჯნის ნაჭრები დააწყვეთ გახურებულ ზეთიან ტაფაზე და ორივე მხრიდან შეწვით.
  2. სანამ ბადრიჯანი იწვება, მოამზადეთ შიგთავსი: წვრილად დაკეპილი ან გატარებული ნიგოზი ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ დანაყილი ნიორი და ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ასევე ძმარი, მარილი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი და წიწაკა. დაასხით 2 სუფრის კოვზი ანადუღარი, გაგრილებული წყალი და კარგად აურიეთ, რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ.
  3. შემწვარი ბადრიჯნის ფირფიტებს წაუსვით ნიგვზის შიგთავსი და გადაახვიეთ ან მოკეცეთ. შეგიძლიათ გასაფორმებლად მოაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ბროწეულის მარცვლები. თუ ამ კერძს სუფრამდე მიტანის წინ 2-3 საათით ადრე მოამზადებთ, უფრო გემრიელი იქნება.