ნამცხვარი ხორცის შიგთავსით

0
255

იმისათვის, რომ გამოგივიდეთ უგემრიელესი ხორცის ღვეზელი ძალიან ბევრი ძალისხმევა და დრო გჭირდებათ.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელეს და რაც მთავარია უამარტივეს რეცეპტს. მისი მეშვეობით თქვენ მოამზადებთ საუცხოო ცომს და შიგთავსს.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ კერძს, რომელიც თეფშიდან უმალვე ქრება.

ღვეზელი ხორცით და ბრინჯით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 650გ ფქვილი
  • 8გ საფუარი
  • 9გ მარილი
  • 46გ შაქარი
  • 310მლ წყალი
  • 2 კვერცხი
  • 70გ კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი ნაღები
  • 0,5 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 1 ხახვი
  • 200გ ბრინჯი
  • 400გ ქათმის კუჭი
  • 30გ კარაქი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.პირველ რიგში საფუარი გახსენით წყალში, დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. შემდეგ ცალკე ჯამში ათქვიფეთ 1 კვერცხი და დაუმატეთ გახსნილ საფუარს.

2.ამის შემდეგ ჯამში მოათავსეთ მარილი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. როცა მასა გახდება ერთგავროვანი დაიწყეთ კარაქის შეყვანა.

ცომი ფაფუკი და ჰაეროვენი გამოვა თუ 15 წუთის განმავლობაში ხელით მოზილევთ, მაგრამ არ არავითარ შემტხვევაში არ დაუმატოთ ფქვილი.

3.აიღეთ ღრმა ჯამი და წაუსვით მცენარეული ზეთი. მოათავსეთ დამუშავებულ ჯამში ცომი, გადაფარეთ პაკეტი და დატოვეთ 2-3 საათი ამოსაფუებლაად.

4.ამასობაში შეგიძლიათ მოამზადეოთ შიგთავსი. გარეცხეთ ქათმის კუჭები და მოხარშეთ მარილიან წყალში. ასევე მოხარშეთ ბრინჯიც.

გაასუფთავსეთ ხახვი, დაჭერით წვრილ კუბიკებად და შეწვით კარაქში. მოხარშული კუჭები გამოატარეთ ხორცსაკეპში. მიღებული ფარში ხახვთან ერთად შეწვით ტაფაზე, რის შემდეგაც გააგრილეთ და დაუმატეთ ბრინჯს, მოაყარეთ მარილი და სანელებლები გემოვნებით.

5.ამოსული ცომს მიაფრქვიეთ ფქვილი და მაოთავსეთ სამუშაო მაგიდაზე. შემდეგ დაყავით რამდენიმე ნაწილად.

6.თითოეული ნაჭრისგან შექმენით ბურთი, გააბრტყელეთ და ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი. კუთხეები კარგად დააფიქსირეთ და ნაკერით დაბლა გადმოაბრუნეთ.

7.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მასზე მოათსვეთ ღვეზელი. პაკეტს მოაყარეთ ფქვილი და გადააფარეღ ღვეზელს, დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთი.

ათქვეფილი ნაღები და კვერცხი წაუსვით ღვეზელს ზემოდან და გამოაცხვეთ.

8.გამოაცვხეთ 210 გრადუსზე 15 წუთი. აუცილებლად აკონტროლეთ ცხობის პროცესი.

ამ ღვეზელზე უარს ნამდვილად ვერავინ იტყვის. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი