ნამცხვარი, რომელზეც ჩემი მეუღლე ჭკუას კარგავს

2225

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 200გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1 კვერცხი
  • 90 შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 90გ კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვს

  • 900გ გოგრა
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 0,5 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი
  • 70გ შაქარი

მომზადება

1.ღრმა ჯამში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი, გა,აფხვიერებელი და შაქარი. დაუმატეთ დაჭრილი კარაქი და კარაგდ გადაურიეთ.

2.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და ჩანგლით ათქვიფეთ. ცომი ცენტრში ჩააღრმავეთ და ჩაასხით კვერცხის მასა. მოურიეთ, ტქვენ უნდა მიიღოთ არაწებვადი ცომი.

ცომი გაყავით 2 ნაწილად: დიდ და პატარად.

პატარა ნაწილი შეახვიეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში.

3.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. მასში ჩააფინეთ ცომის დიდი ნაწილი. მოათავსეთ მაივარში.

4.გასუფთავებული გოგრა დაჭერით და აქციეთ პიურედ. დაუმატეთ შაქარი და სანელებლები.

5.შიგთავსი მოათავსეთ ცომზე, ზემოდან დაახეხეთ ცომის პატარა ნაწილი.

6.გამოაცხეთ 40-45 წუთი 180 გრადუსზე.

7.გემრიელად მიირთვით!