მოამზადეთ საოცრად ფაფუკი და რბილი კვერები არაჟნით

კეფირითა და რძით მომზადებული ცომი ძალიან რბილი და გემრიელი გამოდის. დიასახლისების უმრავლესობა სწორედ ამ ორ ინგრედიენტს იყენებს კვერების მოსამზადებლად, თუმცა არანაკლებ პოპულარული და გემრიელია კვერების რეცეპტი არაჟნით. კერძი ძალიან მარტივად და სწრაფად მზადდება, ინგრედიენტები კი საკმაოდ იაფია.კვერები არაჟნით შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელ, ისე ცივ მდგომარეობაში. კვერები ძალიან გემრიელია თაფლთან და ჯემთან, ასევე ნივრისა და ხახვის სოუსთან.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. სოდა
  • 50 გრ მარგარინი
  • 2,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ც კვერცხი

მომზადების წესი

1. ათქვიფეთ კვერცხი არაჟანთან ერთად და დაუმატეთ გამდნარი მარგარინი შაქართან ერთად. ცალკე თასში შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, სოდა და მარილი. შეურიეთ მშრალი და თხევადი ნაზავი ერთმანეთს. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 15 წუთით. ძალიან რბილ ცომში შეგიძლიათ ცოტაოდენი ფქვილის დამატება.

2. გაყავით ცომი რამდენიმე ნაწილად და გაიყვანეთ თითოეული ბურთულა მრგვალ ფენად. გააცხელეთ ტაფა (სურვილისამებრ დაასხით ტაფაზე ცოტაოდენი ზეთი) და გამოაცხვეთ კვერები დაბალ ცეცხლზე, თავდახურულ ტაფაზე. გადააბრუნეთ და გამოაცხვეთ უკვე თავსახურის გარეშე.

ასეთი კვერები იდეალურია ბორშთან და მაწვნის სუპთან. თუ მოგეწონათ ეს რეცეპტი, ასევე მოამზადეთ კვერები ხაჭოთი ან კეფირით. გაუზიარეთ რეცეპტი ახლობლებს და გაგვიზიარეთ თქვენთვის საყვარელი კვერების რეცეპტი კომენტარებში.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი