მოამზადეთ იტალიური ნამცხვარი “სბრიჩოლატა” ტაფაზე, ალუბლის ჯემისა და მასკარპონეს შიგთავსით

2321

სბრიჩოლატა (Sbriciolata) – იტალიური ნამცხვარია ფხვიერი ცომითა და შითავსით. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ რაც გსურთ: ვაშლი, კენკრა, მოხარშული კრემი, შოკოლადის პასტა.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გამოიყენოთ ჰაეროვანი კრემ-ყველისა და სქელი ალუბლის ჯემის შესანიშნავი კომბინაცია.

ამ ნამცხვრის უდიდესი პლიუსი ის გახლავთ, რომ მას გამოცხობა არ სჭირდება, იგი პირდაპირ ტაფაზე მზადდება.

ინგრედიენტები

  • 250 გრ ხორბლის ფქვილი
  • 80 გრ შაქრის პუდრა
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 30 მლ რძე
  • 200 გრ ალუბლის ჯემი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • 250 გრ ყველი მასკარპონე
  • 1 ც კვერცხის გული

მომზადების წესი

1. შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი და შაქრის პუდრა. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კვერცხი. მასა ხელით მოზილეთ. ცომი დაამრგვალეთ, ზემოდან საკვები ცელოფანი გადააფარეთ და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.

2. გაყავით ცომი ორ არათანაბარ ნაწილად. დიდი ნაწილი ტაფაზე მოათავსეთ და თითებით გააბრტყელეთ.

3. მასკარპონე შეურიეთ რძეს და კვერცხის გულს, წაუსვით კრემი ფენას. ზემოდან კი ჯემი მოათავსეთ. ნამცხვარს ზემოდან ცომის დარჩენილი ნაწილი მოაყარეთ.

4. ტაფას დაახურეთ სახურავი და მოამზადეთ ნამცხვარი ძალიან დაბალ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ტაფას თავსახური ნახევრად გადახადეთ და კიდევ 15 წუთის განმავლობაში მოამზადეთ ნამცხვარი. გადააბრუნეთ ნამცხვარი და შეწვით 5 წუთის განმავლობაში.

სბრიჩოლატა ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ სტანდარტული მეთოდით: გამოაცხოთ იგი ღუმელში 170 გრადუსზე 50 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!