მოამზადეთ გემრიელი, გამაგრილებელი ბურახი ჭვავის პურისგან

1246

რა შეიძლება იყოს სიცხეში იმაზე უკეთესი, ვიდრე ცივი, გამაგრილებელი, ჭვავის პურისგან დამზადებული ბურახი? ეს ღვთაებრივი სასმელი უყვარს ყველას, ზრდასრულებსაც და ბავშვებსაც, მაგრამ მას სახლში თითქმის არავინ ამზადებს, არა და სახლში მომზადებული ბურახი გაცილებით უკეთესია.

მოამზადეთ ბურახი პურისგან სახლის პირობებში 

ჭვავის ბურახი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და კარდიო-ვასკულურ სისტემაზე. პურისგან დამზადებული ბურახის რეცეპტი უმარტივესია. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შავი პურის კრეკერი, შაქარი და წყალი.

ბურახის მოსამზადებლად მხოლოდ ისეთი ჭურჭელი უნდა გამოიყენოთ, რომელიც არ არის მჟავიანობისადმი მგრძნობიარე. ეს შეიძლება იყოს ფოლადის ან მინანქრის, ასევე შეგიძლიათ ბურახი მოამზადოთ 3 ლიტრიან მინის ქილაში. იმისათვის, რომ ბურახი ცქრიალა იყოს, დაუმატეთ მას ქიშმიში.

გამხმარ პურს დაუმატეთ შაქარი, ქიშმიში და სუფთა წყალი. 12 საათის შემდეგ კი მიიღებთ უგემრიელეს გამაგრილებელ სასმელს.

თუ ბურახის შენახვას აპირებთ, შეინახეთ იგი მაცივარში და სახურავს პატარა ხვრელი გაუკეთეთ, რათა სასმელმა “ისუნთქოს”. პერიოდულად დაუმატეთ შაქარი და კარგად მოურიეთ. ქილიდან ამოიღეთ პური და ქიშმიში, დარჩენილ სასმელს დაუმატეთ შაქარი და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 3-4 საათი.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ჭვავის პური (შავი)
  • 3-4 ლიტრი წყალი
  • 10-15 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ ქიშმიში

მომზადების წესი

1. დაჭერით პური პატარა კუბებად და შედგით ღუმელში გამოსაშრობად. ყურადღება მიაქციეთ, რომ პური არ დაიწვას, სხვაგვარად ბურახი მწარე გემოს მიიღებს.

2. გაციებული გამომშრალი პური მოათავსეთ იმ ჭურჭელში, რომელშიც ბურახის მომზადებას აპირებთ.

3. აადუღეთ წყალი და გახსენით მასში შაქარი. გააცივეთ და ჩაყარეთ მასში გამომშრალი პური და ქიშმიში.

4. ჭურჭლის ზედაპირი დაფარეთ მარლით ან ბამბის ხელსახოცით და გააჩერეთ. 24 საათის შემდეგ პური ქაფს მოიკიდებს და ზემოთ ამოტივტივდება. თუ ასე არ მოხდა, ესე იგი პური უხარისხოა და ბურახში საფუარის დამატებაა საჭირო.

2 სუფრის კოვზ გამომშრალ პურს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ს/კ შაქარი და 5 გრ საფუარი. კარგად აურიეთ და დაელოდეთ მის აფუებას. შემდეგ კი გადაასხით პურისგან მომზადებული ბურახით სავსე ჭურჭელში.

5. მას შემდეგ, რაც პური აქაფდება და ჭურჭლის ზედაპირზე ამოტივტივდება, ბურახი 2-4 დღეში მზად იქნება.

6. მზა ბურახი 3 ფენა მარლის მეშვეობით კარგად გადაწურეთ. გააცივეთ და ისიამოვნეთ საკუთარი ხელით მომზადებული არაჩვეულებრივი სასმელით.

ბურახი არაჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმელია, რომლითაც დილაობით ყავის ჩანაცვლებაა შესაძლებელი. იგი არ შეიცავს კოფეინს. აუცილებლად მოამზადეთ ბურახი ჩვენი რეცეპტით და არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება!