მინიატურული სალათების კრებული

0
124

გემრიელი სალათი მომზადება სულაც არ არის რთული. რამოდენიმე ინგრედიენტისგან შემდგარი სალათის მომზადება უმარტივესია: დაჭერი, აურიე ინგრედიენტები – და გადმოიღეთ თეფშზე, შეგიძლიათ სოუსიც არ მოამზადოთ.

ამ კრებული მინიატურლი სალათეი შეიცავენ ბოსტნეულს, ხილს, მწვანილს, ეს ინგრედიენტებიჩვენს ორგანიზმში არსებულ ვიტამინების ნაკლებობას აღმოფხვრის, ასევე დაგეხმარებათ ფიგურის შენარჩუნებაში.

სწრაფი და მარტივი სალათები

იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი სალათი იქცეს სარესტორნო კერძად ის წარმოადგინეთ ძალიან მდიდრულ თეფშზე, გამჭირვალე სასალათეში, ელეგანტურ ჭიქაში, ვაფლის თეფშზე ან ლავაშის კონვერტში.

 

ასევე სალათის დამშვენება სოუსსაც შეუძლია. ამ მეთოდს ხშირად იყენებენ რესტორნებში. ამასთანავე სოუსს და სალათს არ ურევენ ერთმანეთში, არამედ ცალ-ცალკე ამზადებენ.

ასე რომ მოასხით სოუსი თეფშზე, დახარეთ თეფში, რათ სოუსი გადანაწილდეს და მასზე მოათავსეთ სალათი. სოუსისგან შექმნილი დეკორი თქვენს სალათს ძლიან გაალამაზებს.

“ნეტარება”

ქათმისსალათები ძალიან პოპილარულია, რადგან ატმის ხორცი მალე მზადდება, ხელმისაწვდომია და რაც მტავარი ძალიან ბევრ პროდუქტს უხდება: ბოსტნეულს, ყველს, სოკოს, თხილს და ხილს.

ინგრედიენტები

  • 2 მოხარშული ქათმის ფილე
  • 2 ბულგარული წიწაკა
  • 2 ვაშლი
  • 1 ქილა კონსერვირებული ანანასი
  • არაჟანი გემოვნებით (არ არის აუცილებელი)

ყველა ინგრედიენტები დაჭერით კუბიკებად. ერთმანეთ აურიეთ და სურვილისამებრ დაუმატეთ არაჟანი. ეს სალათი არის ძალიან გემრიელი და წვნიანი.

“კრისტინა”

ძალიან გემრიელი და მსუბუქი სალათი. ქათამი, პომიდორი, ნიორი, ყველი და კვერცხი მის შემადგენლობაში ძალიან საოცარ არომატსა და გემოს ქმნის.

ინგრედიენტები

  • 1/2 მოხარშული ქათმის ფილე
  • 2 პომიდორი
  • 100გ ყველი
  • 3 მოხარშული კვერცი
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით
  • არაჟანი გემოვნებით

გახეხეთ კვერცხი, ნიორი და ყველი. კუბიკებად დაჭერით ხორცი და პომიდორი. ეს ინგრედიენტები ერთმანეთს შეურიეთ მოასხით მაიონეზი და დაამარილეთ გემოვნებით.

“ფლორენცია”

ასეთი სალათით შეგიძლიათ ამოავსოთ ტარტალეტკები. რომლებიც, მართლაც უგემრიელესია.

ინგრედიენტები

  • ერთი ჭიქა ბრინჯი
  • 1 ქილა დაკონსერვებული სიმნდი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 400გ მოხარშული ქათმის ფილე
  • 50გ მაიონეზი ან არაჟანი
  • მარილი, მწვანილი და წიწაკა გემოვნებით

მოხარშეთ ბრინჯი. კუბიკებად დაჭერით ქათამი და წიწაკა. აურიეთ სალათის ინგრედიენტები და დუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოასხით მაიონეზი ან არაჟანი.

“დივაინი”

სალათი “დივაინი” გაგილამაზებთ სუფრას. ის განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების მოყვარულებს მოეწონებათ.

ინგრედიენტები

  • 200გ მოხარშული კალმარი
  • 3 მოხარშული კვერცხი
  • 1 კიტრი
  • 1 ხახვი
  • 1/2 ჭიქა ბრინჯი
  • მაიონეზი გემოვნებით

მოხარშეთ და გააგრილეთ ბრინჯი. კუბიკებად დაჭერით კვერცხი, ხახვი და კიტრი. დაჭერით კალმარი. აურეთ ინგრეიენტები და დაუმატეთ 2-3 კოვზი მაიონეზი.

“გვიმრა”

ინგრედიენტები

  • 200გ ლორი
  • 1 მოხარშული ქათმის ფილე
  • 1 პომიდორი
  • 100გ დამწნილებული კიტრი
  • 1 ხახვი
  • მაიონეზი გემოვნებით

წვრილ რგოლებად დაჭერით ხახვი და დააწნილეთ. დაჭერით ლორი, ქათამი და კიტრი, ხოლოგრძლად დაჭერით პომიდორი. ინგრედიენტები შეაერთეთ მაიონეზის მეშვეობთ. გემრიელად მიირთვით!

“ედელვაისი”

ინგრედიენტები

  • 1 მოხარშული ქათმის ფილე
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 1 პომიდორი
  • 100გ ყველი
  • მაიონეზ გემოვნებით

სალათი დაალაგეთ ფენებად: გახეხილი კვერცხი, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, კუბიკებად დაჭრილი ქათმის ფილე, გახეხილი ყველი. სალათსმოასხით მაიონეზი (შეგიძლიათ მაიონეზი მოასხათ ფენებს შორის ან საბოლოოდ მოასხათ ზემოდან), მიირთვისთ გრილი.

დაიმახსოვრეთ ან მინიატურული სალათის რეცეპტები და გაახარეთ ახლობლები. გემრიელად მიირთვ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი