მაწვნის შეჭამანდის 2 უმარტივესი რეცეპტი

გიყვართ მაწვნის შეჭამანდი? გასტრონომიას რედაქცია მაწვნის შეჭამანდის ორ შესანიშნავ ვარიანტს გთავაზობთ. არჩევანი კი თქვენზეა, რომელიც უფრო ძალიან მოგეწონებათ ის მოამზადეთ.

რეცეპტი 1 

ინგრედიენტები:

  • მაწონი 0,5 ლ
  • წყალი 1,5 ლ
  • ხახვი 2-3 თავი
  • კარაქი 100 გ
  • კვერცხი 2 ც
  • ბრინჯი 50 გ
  • რძე 50 გ
  • მარილი და მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქვაბში, კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
  2. მაწონი გავსნათ თბილ წყალში დ ნელ-ნელა დავუმატოთ მოშუშულ ხახვს. ადუღებამდე განუწყვეტლივ ვურიოთ.
  3. ადუღების შემდეგ ჩავუმატოთ წინასწარ მარილწყალში მოხარშული ბრინჯი, თბილ რძეში ავთქვიფოთ კვერცხის გული და კიდევ ვურიოთ 3 წთ.
  4. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ახალი კამა და ტარხუნა.

რეცეპტი 2

ინგრედიენტები: 

  • მაწონი 0,5 ლ
  • წყალი 1,5 ლ
  • ხახვი 2 თავი
  • ერბო 50 გ
  • ხორბლის ფქვილი 2 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • მწვანილი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში ან ერბოში.
  2. მაწონს დავასხათ წყალი და შევურიოთ ხორბლის ფქვილი, კარგად ავთქვიფოთ და დავასხათ მოშუშულ ხახვს, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ვადუღოთ 10 წთ.
  3. ჩავამატოთ მსუბუქად ათქვეფილი კვერცხები, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კამა, წამოვადუღოთ და კერძიც მზადაა.

თქვენ როგორ ამზადებთ მაწვნის შეჭამანდს?

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი