მარტივი და სწრაფი კერძი. ბადრიჯნის კატლეტები.

0
272

ბერძნული სამზარეულოს საამაყო კერძი. ჩემმ ბავშვებს ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ბადრიჯანი
  • 150გ ყველი
  • 150გ საფანელი
  • 100გ პური
  • სანელებლები გემოვნებით
  • ოხრახუში
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 კვერცხი
  • რძე
  • 200გ რბილი ყველი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. ტაფაზე დაასხით ზეთი და შეწვით ბადრიჯანი. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი. დააფარეთ თავზე და მოთუშეთ 15-20 წუთი.
  2. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. მოატავსეთ ჯამში და გააგრილეთ.
  3. მოაყარეთ მარილი, გახეხილი ყველი, კვერცხი, რძეში დარბილებული პური, საფანელი, ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი და შავი წიწაკა გემოვნებით.
  4. მოზილეთ მიღებული ფარში. თუ მასა თხელი გამოვა დაუმატეთ საფანელი. ფარშს მიეცით ბურთულის ფორმადა ზემოდან დაადეთ ყველი.
  5. გააბრტყელეთ და მიეცით კატლეტის ფორმა. ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში. შეწვით ზეთში.
  6. მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე და სეწვით 180 გრადუსზე 10-15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

 

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი