მარილი შეშუპების წინააღმდეგ

ზაფხულში, ისე როგორც არასდროს, გვსურს იდეალურად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა: როდესაც ქუჩაში ძალიან ცხელა, ორგანიზმი მუდმივად ითხოვს წყლის მარაგის შევსებას, მაგრამ მისი ჭარბი ოდენობა სხეულში იწვევს შეშუპებას და თვალების ირგვილ შესიებას.

ამ უსიამოვნო მოვლენებთან საბრძოლველად, ყველა ქალს საკუთარი მეთოდი აქვს. ზოგიერთი ცდილობს არ დალიოს წყალი ძილის წინ, ზოგიერთი კი სხვადასხვა კრემებს და კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს.

როგორ გავიქროთ შეშუპება თვალებს ირგვლივ

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 2 ც თხელი ქსოვილი
  • 4 ს.კ. მარილი
  • ძაფი

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ

აიღეთ ქსოვილი და დაყარეთ მასზე 2 ს.კ. მარილი, აიღეთ ქსოვილის კუთხეები და შეაერთეთ, ძაფის მეშვეობით. მეორე ქსოვილზეც იგივე გაიმეორეთ.

გაღვიძებისას დაიდეთ მარილით სავსე ტომრები თვალებზე 5-10 წუთით. შეინახეთ ეს საოცარი საშუალება მშრალ და ბნელ ადგილას.

აუცილებლად ჩაიტარეთ ეს მარტივი, მაგრამ ეფექტური პროცედურა და შედეგი გაგაოცებთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი