მადისაღმძვრელი ხაჭოს ფუნთუშები სულ რაღაც 15 წუთში. ამ რეცეპტით თავი პროფესიონალი მცხობელი მგონია

1298

თუ მცირეოდენი ხაჭო შემოგრჩათ და ზედმეტი 15 წუთი გაქვთ, აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა. ხაჭოზე მომზადებული სუპერ ჰაეროვანი ფუნთუშა, რომელიც პირდაპირ პირში დნება, აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი გემოთი და არომატით.

ხაჭოს ფუნთუშები

ინგრედიენტები:

  • ხაჭო – 250 გრამი
  • შაქარი – 5 სუფრის კოვზი
  • ვანილი – 2 გრამი
  • ხორბლის ფქვილი – 250 გრამი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • მარილი – 1 მწიკვი
  • საფუარი – 12 გრამი
  • რძე – 2 ს.კ.

ინგრედიენტების მოცემული რაოდენობისგან თქვენ გამოგივათ დაახლოებით 10-12 ფუნთუშა.

მომზადება:

1. კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი შეურიეთ ერთმენთში. მიღებულ ნარევს დაამატეთ 250 გრამი ხაჭო და კარგად ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში.

2. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით ფქვილი და საფუარი, ამოიყვანეთ ცომი. ჩვენი არომატული ფუნთუშებისთვის გამზადებული ცომს უნდა ჰქონდეს ისეთი კონსისტენცია, რომ ოდნავ გეწეპებოდეთ ხელებზე.

3. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ზემოდან აუცილებლად წაუსვით მას მცირეოდენი მცენარეული ზეთი.

4. ცივ წყალში დასველებული ხელებით შეკარით ცომისგან საშუალო ზომის ბურთები და განათავსეთ ისინი საცხობ ფორმაზე ისე, რომ ბურთებს შორის პატარა სივრცე დარჩეს. შედგით გამოსაცხობად 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 12 წუთით.

5. 12 წუთის შემდეგ გამოიღეთ ფუნთუშები ღუმელიდან, სპეციალური ფუნჯის გამოყენებით წაუსვით მათ ზემოდან მცირეოდენი რძე და მოაყარეთ შაქარი. კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში დაახლოებით 3-5 წუთით.

საოცრად ჰაეროვანი და მოცულობითი ფუნთუშები მზად არის! როგორც უკვე გითხარით, რეცეპტი ძალიან მარტივია და ის მცირე დროს მოითხოვს. აუცილებლად გაუმასპინძლდით ამ ძალიან არომატული ფუნთუშებით ოჯახის წევრებს, ისინი აუცილებლად შთაბეჭდილების ქვეშ დარჩებიან.