კომბოსტოს სალათი ორცხობილით

710

მარტივი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგანაც შეიძლება გემრიელი სალათის მომზადება. სულ რამდენიმე წუთი – და კერძი მზად არის. ეს სალათი ძალიან უხდება სადღესასწაულო მაგიდებს და ოჯახურ შეკრებებს.

კომბოსტოს სალათი გამოდის ძალიან ხრაშუნა და სასიამოვნოდ მომჟავო. უმჯობესია გამოიყენოთ სახლში მომზადებული ორცხობილა სხვადასხვა სანელებლებით და დანამატებით.

ინგრედიენტები

  • თეთრი კომბოსტო 300-350გ
  • ორცხობილა 150გ
  • მწნილი კიტრი 150გ
  • სიმინდი 200გ
  • მაიონეზი 2-3 სუფრის კოვზი

მომზადება

1.წვრილად დაჭერით ან გახეხეთ კომბოსტო.

2.წვრილად დაჭერით კიტრი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ახალი კიტრიც.

3.ეს ყველა ინგრდიენტი შეკარით მაიონეზის საშუალებით.

ორცხობილა უშვალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ დაუმატეთ. ამ მეთოდით ისინი შეინარჩუნებენ სიხრაშუნეს. დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანილი.