კნედლი – მოხარშული ღვეზელი ხაჭოთი

ეს ხალხური კერძია რომელის გემოც გულგრილს არავის ტოვებს. ეს მოსახარში ღვეზელები კარტოფილის ცომით და ხაჭოს გულსართით მზადდება. როგორც აღწერიდან მიხვდით – ის ძალიან უბრალო ინრედიენტებს საჭიროებს და მისი მომზადებისას ყველაზე რთუ ცომის მომზადებაა, თუმცა ჩვენ მისი მომზადების წესებს იმდენად დეტალურად აგიხსნით, რომ ნამდვილად არ გაგიჭირდებათ!

ინგრედიენტები

  • კარტოფილი
  • ფქვილი
  • კვერცხი
  • სახამებელი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • ხაჭო
  • ხახვი
  • ლორი

მომზადების წესი

1. კარტოფილის ნახევარი მარილიან წყალში მოხარშეთ, მეორე ნახევარი კი უმი დატოვეთ. ახლა მოხარშული და მოუხარშავი კარტოფილიც წვრილ სახეხზე გახეხეთ.

2. უმი აკრტოფილისგან მთელი წვენი გამოწურეთ და კრახმალი მოაგროვეთ ის ცომში დაგვჭირდება!

3. აურიეთ უმი და მოხარშული კარტოფილი, დაუმატეთ კვერცხი, სახამებელი, მარილი და წიწაკა და ყველაზე ბოლოს კი ფქვილი მოაყარეთ. მოზილეთ ცომი. ცომის ოდნავ წებოვანი უნდა გამოვიდეს.

4. ცომის მცირე ნაწილი აიღეთ, ხეში მოაბრტყელეთ და შიგნით მარილიანი ხაჭოს გულსართი მოათავსეთ. მოახვიეთ ღვეზელი.

5. ღვეზელები მდუღარე წყალში ხარშეთ. ამოტივტივებიდან კიდევ 7 წუთი ხარშეთ. შეგიძლიათ ხარშვისას მათ მწვანილიც დაუმატოთ.

6. ტაფაზე ლორი კარგად მობრაწეთ. დაუმატეთ ხახვი. ღვეზელები მოხრაკულ ლორთან და ხახვთან ერთად მიირთვით.

მართალია ეს კერძი უგემრიელესია მაგრამ, გაითალისწინეთ, რომ მასში შემავალი სახამებელის რაოდენობის გამო ის დიეტური ნამდვიალდ არ გახლავთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი