კარტოფილის ტოლმა, რომელიც დაგარწმუნებთ თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებში

2504

თუ თქვენი ოჯახის წევრების გახარება გინდათ, მაშინ მოამზადეთ კარტოფილის ტოლმა ჩვენი რეცეპტით.

ასეთი არომატული და ნოყიერი კერძი აუცილებლად აუმაღლებს ყველას ხასიათს და დაარწმუნებს თქვენ კულინარიულ შესაძლებლობებში.

დღეს ჩვენი რედაქცია შემოგთავაზებთ ამ საოცარი კერძის უმარტივეს რეცეპტს, რომლის მეშვეობითაც გაგიადვილდებათ მისი მომზადება.

როგორ მოვამზადოთ ტოლმა

ინგრედიენტები

  • 1 კომბოსტო
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 8 კარტოფილი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 70გ ტომატის პასტა
  • მწვანილი
  • მარილი გემოვენბით
  • სანელებლები გემოვენბით
  • 30მლ მცენარეული ზეთი
  • 3 დაფნის ფოთოლი

მომზადება

1.კომბოსტო გაასუფთავეთ ზედა ფურცლებისგან, მოაშორეთ გული და ფურცლები მოხარშეთ მარილიან წყალში. კომბოსტო ამოიღეთ წყლიდან და ფრთხილად განაცალკევეთ ფურცლები ერთმანეთისგან.

ამის შემდეგ გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით პატარა კუბიკებად. შემდეგ გაასუფთავეთ სტაფილო და გახეხეთ მსხვილად.

2.ხახვი მოთუშეთ ტაფაზე მცენარეულ ზეთში. ხახვს დაუმატეთ სტაფილო. მოურიეთ და ცეცხლზე გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

3.გაასუფთავეთ კარტოფილი ქერქისგან და გახეხეთ მსხვილად. კარტოფილს დაუმატეთ ხახვი და სტაფილო. დაჭერით მწვანილი და მოათავსეთ ჯამში არსებულ ბოსტნეულთან ერთად.

შიგთავსს მოაყარეთ მარილი და სანელებლები გემოვენებით, კარგად მოურიეთ.

4.შიგთავსი გადაახვიეთ კომბოსტოს ფურცლებში, როგორც ტოლმა. ქვაბის ძირზე მოათვსეთ გადახვეული ტოლმა, ხოლო ზემოდან ტოლმის შემდეგი ფენა დაალაგეთ.

5.აიღეთ ღრმა ჯამი და მასში მოათვსეთ ტომატ პასტა, არაჟანი, წყალი, მარილი. ტოლმას მოასხით მიღებული მასა.

ქვაბში ასევე მოათვსეთ დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე 40 წუთი.

ჩემი აზრით, კარტოფილის ტოლმა უფრო გემრიელია ვიდრე კლასიკური ვარიანტი. გემრიელად მიირთვით!