იტალიური ტორტი ნიგვზით და ნაღებით

953

რომში გატარებულ არდადაგებს ფუჭად არ ჩაუვლიათ, რადგან გავიგე საოცარი ნიგვზის ტორტის რეცეპტი. ეს არის იტალიელი კონდიტერების საფირმო დესერტი. მას მხოლო და მხოლოდ 2 კოვზი ფქვილი აქვს. ხოლო გემო – სიტყვებით ვერ გადმოცემ ისეთი მშვენიერია.

დღეს ჩვენ ამ საოცარი ტორტის რეცეპტს გაგიზიარებთ. მაოზმადეთ და გაახარეთ ახლობლები.

ნიგვზის ტორტი

ინგრედიენტები

  • 300გ ნიგოზი
  • 300გ შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი ფქვილი
  • 8 კვერცხის გული
  • 400მლ ნაღები (33%)
  • 150გ შავი შოკოლადი

მომზადება

1.ნიგოზი გაასუფთავეთ და დააქუცმაცეთ ბლენდერით.

2.ცილა ათქვიფეთ მიქსერით, პერიოდულად დაუმატეთ შაქარი. დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი, ფქვილი და კარგად მოურიეთ.

3.პერგამენტისგან ამოჭერით გამოსაცხობის ზომის 6 წრე. ერთი ფორმა მოათავსეთ ფორმაშ, მოაყარეთ ფქვილი. მასზე მოათვსეთ 1/6 მიღებული მასა.

გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 7 წუთი. ბრტყელი ნიჩბის მეშვეობით გადმოიტანეთ გამომცხვარი ცომი და ამავე მეთოდით გამოაცხვეთ დანარჩენებიც.

4.წვრილ კუბიკებად დაჭერით შოკოლადი, გაალღვეთ წყლის აბაზანაზე. მდნარი შოკოლადი წაუსვით თითოეულ ცომს (ერთის გარდა). დაელოდეთ ცომის გაგრილებას.

5.დარჩენილი შოკოლადი გახეხეთ მსხვილად. ათქვიფეთ ნაღები, გადაინახეთ 3 სუფრის კოვზი, ხოლო დანარჩენს დაუმატეთ გახეხილი შოკოლადი.

6.შოკოლად წასმულ ფენებს წაუსვით ათქვეფილი ნაღები გახეხილ შოკოალდთან ერთად, ააწყვეთ ტორტი. ზემოდან მოათავსეთ სუფთა ფირფიტა. ტორტს ზემოდან წაუსვით დარჩენილი ნაღები და მოაყარეთ გახეხილი შკოლადი.

7.სულ ეს იყო, იდეალური ტორტიც მზად არის. გემრიელად მიირთვით!

შოკოალდი ამ ტორტს ძალიან უხდება. ეს ტორტი ნამდვილად შეეფერება სოლიდურ რესტორნის მენიუს.