ისპანახის ფხლის მარტივი რეცეპტი

0
439

ისპანახის ფხალს საპატიო ადგილი უკავია მდიდარ ქართულ სამზარეულოში. დღეს “გასტრონომია” შემოგთავაზებთ ამ შესანიშნავი კერძის მარტივ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ისპანახი
  • 0,5 ჭ ბროწეულის მარცვალი
  • 0,5 ჭ ბროწეულის წვენი
  • 1 ც ხახვი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ჭ ნიგოზი
  • 1 ც ცხარე წიწაკა
  • 0,5 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • სუნელები, მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაარჩიეთ და გარეცხეთ ისპანახი, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, მოათავსეთ ქინძი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
  2. შემდეგ დაწურეთ, გააცივეთ და დაჭერით.
  3. დაჭერით წვრილად ხახვი და ოხრახუში.
  4. დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა და მარილი. გახსენით მასა ბროწეულის წვენში.
  5. მიღებული მასა შეურიეთ ისპანახს, შექმენით ბურთულები, დაალაგეთ თეფშზე და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგორბებს!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი