თუ გსურთ, რომ კაკლის მურაბა ძალიან გემრიელი გამოგივიდეთ, ჩაინიშნეთ რეცეპტი!

12871

კაკლის მურაბის მოსამზადებლად, ჯობს გამოყვანილი კაკალი შევიძინოთ. კაკლის შესამოწმებლად ხის ჩხირი გამოვიყენოთ. თუ ჩხირი ადვილად ჩავიდა კაკლის რბილობში. ე.ი. კაკალი კარგი ხარისხისაა.

ინგრედიენტები:

  • 100 ცალი კირში გამოყვანილი კაკალი
  • 2 200 გ შაქარი
  • 1 ს.კ. შაბი
  • 2-3 ს.კ. თაფლი
  • მიხაკი, ილი და დარიჩინი – გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კაკალი დავჩხვლიტოთ, ჩავყაროთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დავასხათ წყალი და 3-5 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ ვუცვალოთ წყალი, სანამ წყალი კირისგან დაიწმინდება.
  2. ქვაბში ვადუღოთ წყალი, ჩავყაროთ კაკლები (წყალმა კაკლები კარგად უნდა დაფაროს) და 15 წუთი ვხარშოთ, შემდეგ წყალი გადავღვაროთ.
  3. ქვაბში თავიდან ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ შაბთან ერთად. დავუმატოთ კაკლები და კიდევ 15 წუთი ვადუღოთ, კვლავ გადავწუროთ, დავასხათ ცივი წყალი და ამჯერად 10 წუთი ვადუღოთ.
  4. მდუღარე წყალში გავხსნათ თაფლი, დავუმატოთ კაკალი და დაბალ ცეცხლზე 30 წუთი ვხარშოთ.
  5. ავადუღოთ იმდენი წყალი, რომ კაკლები დაფაროს, შევურიოთ შაქარი და როცა ადუღდება, ჩავყაროთ კაკლები. სანელებლები გამოვკრათ დოლბანდში, ჩავდოთ მურაბაში და ვხარშოთ, სანამ კაკალი შავად აპრიალდება და დარბილდება.
  6. კაკლები მოვათავსოთ ქილებში და გადავავსოთ სიროფით.

ამ რეცეპტით მომზადებული 3,5 ლ გამოდის