ვაშლის პეროგი იოგურტის ცომზე: ნაზი, მსუბუქი და მადისაღმძვრელი

1385

ბევრ ადამიანში ვაშლის პეროგი შარლოტკას ასოციაციას იწვევს, თუმცა ვაშლის ნამცხვრების რეცეპტებს რა მოთვლის. დღეს ჩვენ მომზადების ახალ წესს გთავაზობთ – შარლოტკაზე არანაკლებ იოლს. საუბარია ვაშლის პეროგზე იოგურტის ცომით, რომელიც ნაკლებად კალორიული და უფრო ნაზი გამოდის.

ასეთი ნამცხვარი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება. მთავარია, ვაშლის ნაჭრები სწორად განალაგოთ. რეცეპტში ასევე შტოშის ჩირია გამოყენებული, თუმცა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში, გარგრის ჩირი ან შავი ქლიავის ჩირი.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ფქვილი
  • 250 მლ იოგურტი
  • 200 გრ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 150 მლ ზეთი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 1 მწ მარილი
  • 3 ც ვაშლი
  • შტოშის ჩირი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიეთ ნატურალური იოგურტი, შაქარი და ზეთი. ცალკე გადაასხით 100 მლ და გადადგით.

2. დარჩენილ მასას დაუმატეთ კვერცხები, გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, შემდეგ ვანილინი, მარილი და კარგად მოურიეთ.

3. გათალეთ და თხლად დაჭერით ვაშლი.

4. გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ საცხობ ფორმაში ზემოდან დააწყვეთ ვაშლის ნაჭრები ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. მოაყარეთ შტოში.

5. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთით.

6. ცხელ პეროგს წაუსვით დარჩენილი იოგურტის ემულსია. გააცივეთ.

ვაშლის პეროგი ჩაისთან შესანიშნავი კომბინაციაა. შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!