ვაფლის ხვეულები, რომელიც ძალიან მიყვარს

680

ხვეულები შიგთავსით ძალიან გემრიელი და არომატული კერძია.

ხშირად ვამზადებ, ბავშვებსაც მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • 1 ქილა სარდინი ზეთში
  • 100გ მოხარშული ბრინჯი
  • 3 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 3 სუფრის კოვზი რძე
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 14 ვაფლის კონუსი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში. დაჭერით ხახვი.

2.დააქუცმაცეთ თევზი, დაუმატეთ ხახვი და ბრინჯი. მოურიეთ, მოაყარეთ წიწაკა.

3.ამოავსეთ კონუსები შიგთავსით.

4.ცომის მოსაზმადებლად ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. დაუმატეთ ფქვილი, რძე და მოურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟნისებური მასა.

5.გააცხელეთ ტაფა და შეწვით ცომში ამოვლებული ვაფლები.

გემრელად მიირთვით!