დედამთილებო ასწავლეთ ეს რეცეპტი თქვენს რძალს. ღუმელიდან გამოღებას ვერ მოასწრებს ისე შეიჭმევა.

0
2520

კარტოფილის პიურეს, როგორც წესი ხორციანი კერძების გარნირად ამზადებენ. მაშ, რატომ არ გავაერთიანოთ ორი კერძი? გასტრონომია გთავაზობთ კარტოფილისა და ხორცის ფარშის შესანიშნავი მობრაწულას რეცეპტს.

კარტოფილის და ხორცის მობრაწულა.

  • საჭირო მასალა:კარტოფილი 1 კგ
  • ხახვი 1 თავი
  • კარაქი 25 გ
  • პილპილი და მარილი გემოვნებით
  • საქონლის ხორცის ფარში 400 გ
  • არაჟანი 2 ს/კ

მომზადების წესი:

1.წვრილად დაჭერით ხორცი. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი.

2. გაატარეთ ხორცი და ხახვი ერთად.

3. გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით კუბიკებად და მოხარშეთ მარილიან წყალში.

4. დაუმატეთ ფარშს მარილი და პილპილი და მოხრაკეთ ერთად დაფაზე. თუ ფარში ზედმეტად მშრალი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი.

5. კარტოფილს გადაუღვარეთ წყალი, დაუმატეთ კარაქი და ჩაზილეთ.

6. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამანტი და წაუსვით ზეთი.

7. თანაბრად გაანაწილეთ ფორმის ფსკერზე კარტოფილის პიურეს ნახევარი.

8. შემდეგ გაანაწილეთ ფარში, ფარშის ზემოდან კი კვლავ კარტოფილი გაანაწილეთ თანაბრად. იმისათვის, რომ მარტივად გაანაწილოთ პიურე, გამოიყენეთ ხის ან სილიკონის ნიჩაბი.

 

9. წაუსვით ზემოდან არაჟანი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.

გემრიელად მიირთვით

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი