გრილზე შემწვარი წიწილის ბერძნული სალათა

1206

შეგიძლიათ, ბარდის ღივები წყლის წიწმატით, ინდაუთი ან ნებისმიერი სხვა ბალახოვანით ჩაანაცვლოთ.

წყლის წიწმატი – (ლათ.  Nasturtium officinale) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფართოდაა გავრცელებული მთელ საქართველოში, მდინარეების ნაპირებსა და ზღვის სანაპიროზე. კულინარიაში იყენებენ მის ნორჩ ყლორტებსა და ფოთლებს.

ახლა კი შევუდგეთ სალათის მომზადებას

ინგრედიენტები:

  • 2 ს.კ. იოგურტი (უშაქრო, უხილოდ)
  • 1 ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ. თავშავას ხმელი ფოთოლი
  • 2 ს.კ. ქორფა პიტნა
  • 500 გ შემწვარი წიწილის რბილი ნაჭრები
  • 3 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 150 გ ისპანახის ფოთლები
  • 150 გ ყვითელი ბულგარული წიწაკა, დაკონსერვებული
  • 1 კიტრი
  • 50 გ ბარდის ღივები
  • 120 გ ყველი ფეტა
  • 50 გ ზეთისხილი “კალამატა”
  • მარილი, შავი პილპილი

მომზადების წესი:

  1. იოგურტი, 2 ჩ.კ. ლიმონის ახალდაწურული წვენი, თავშავა და წვრილად დაჭრილი პიტნა ჯამში შეურიეთ. დაუმატეთ წიწილის ხორცი და კარგად ამოავლეთ ამ საკმაზში, დააფარეთ და მაცივარში 30 წთ გააჩერეთ.
  2. შეწვამდე წიწილი მაცივრიდან გამოიღეთ და კულინარიული ფუნჯით ყველა მხრიდან წაუსვით ზეთი. კარგად დაბრაწეთ.
  3. წვრილად დაჭრილი ისპანახი, წიწაკა, კიტრი, ბარდის ღივები, დაფშვნილი ფეტა და ზეთისხილი ერთად მოათავსეთ. ჯამი მსუბუქად შეანჯღრიეთ, რომ ყველაფერი ერთმანეთს შეერიოს.
  4. სალათა თეფშებზე გადაანაწილეთ. თითოეულს ქათმის მეოთხედი დაადეთ. მოასხით დარჩენილი ლიმონის წვენი და მცირეოდენი ზეთი. მარილითა და ახალდაფქული შავი პილპილი შეაზავეთ და სუფრაზე მიიტანეთ.

გაუზიარეთ ამ სალათის რეცეპტი მეგობრებს.