გემრიელი სადილი სწრაფად:ყველაფერი დაჭერით და მოათავსეთ ღუმელში

2102

თუ არ გაქვთ თავისუფალი დრო, მაგრამ გინდათ მოამზადოთ გემრიელი სადილი, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვის არის!

საოცარი გემო და არომატი, ნოყიერი და გემრიელი.

ინგრედეიენტები

  • კარტოფილი 5 ცალი
  • ქათმის ბარკალი 8 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • კომბოსტო 400გ
  • ნიახური (სურვილისამებრ) 1 ცალი
  • მცენარეული ზეთი

მარინადი ქათმისთვის

  • იტალიური სანელებლები 1 ჩაის კოვზი
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა 1 ჩაის კოვზი
  • სოიოს სოუსი 2 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 2 სუფრის კოვზი

მარინადი ბოსტნეულისთვის

  • არაჟანი 1 სუფრის კოვზი
  • მაიონეზი 1 სუფრის კოვზი
  • ტომატ პასტა 1 სუფრის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • ნიორი 3-5 კბილი (სურვილისამებრ)

მომზადება

  1. მოვამზადოთ მარინადი ქათმისთვის.
  2. ამისათვის პაპრიკა, მარილი, შავი წიწაკა და იტალიური სანელებლები აურიეთ ერთმანეთს.
  3. მოასხით სოიოს სოუსი და მცენარეული ზეთი.
  4. მოურიეთ და მიღებული მარინადი მოასხით ბარკლებს.
  5. კარგად წაუსვით მარინადი ქათამს და დაელოდეთ.
  6. სანამ ველოდებით ხორცს, მოვამზადოთ ბოსტნეული.
  7. დაჭერით ხახვი მეოთხედ რგოლებად, სტაფილო მრგვლად.
  8. კარტოფილი დაჭეით დიდ კუბიკებად, კომბოსტო კი ფირფიტებად.
  9. დიდ ნაჭრებად დაჭერით ბულგარული წიწაკა და ნიახურის ღერო მრგვლად.
  10. დიდ ჯამში მოათვსეთ დაჭრილი ბოსტნეული (ხავი მოათვსეთ მხოლოდ 1/4), მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით.
  11. მოამზადეთ მარინადი ბოსტნეულისთვის.
  12. არაჟანს დაუმატეთ მაიონეზი და ტომატ პასტა.
  13. მოურიეთ და დაუმატეთ სოუსი და შაქარი.
  14. კარგად გადაურიეთ ბოსტნეულს სოუსი.
  15. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი.
  16. ძირზე მოათავსეთ ხახვი.
  17. ხახვის ფენაზე დაალაგეთ ბარკლები.
  18. ზემოდან მოფანდეთ დაჭრილი ბოსტნეული.
  19. შეგიძლიათ ბოსტნეულს დაუმატოთ ნივრის რამდენიმე კბილი.
  20. მოაყარეთ დაჭრილი მწვანი და მოასხით 2-3 სუფრის კოვზი წყალი.
  21. დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 50-60 წუთი.

გემრიელად მიირთვით!