გამოაცხვეთ ფაფუკი და ჰაეროვანი ორცხობილები მაიონეზით სულ რაღაც 30 წუთში

ჯანსაღი კვების მიმდევრები ერიდებიან ფრანგული სამზარეულოს ერთ-ერთ პროდუქტს – მაიონეზს. მოდით ვაღიაროთ, მაიონეზს არ აქვს იმაზე მეტი კალორია, ვიდრე ნამცხვრებისა და ტორტების კრემებს. მაიონეზით მომზადებული ორცხობილების რეცეპტი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ, გემო კი ნამდვილად არაჩვეულებრივი აქვს.

ჩვენი რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ ჰაეროვანი ორცხობილების მომზადების საიდუმლოს. შაქრისა და მარილის ჰარმონიული კომბინაციის წყალობით, ორცხობილები ნებისმიერ ადამიანს შეუყვარდება. დესერტი იდეალურია ჩაისთან ან ფინჯან ყავასთან.

ინგრედიენტები

  • 200 გრ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • 550 გრ ხორბლის ფქვილი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 200 გრ მაიონეზი
  • 180 გრ შაქარი
  • 2 გრ ვანილი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

მომზადების წესი

1. გამოყენებამდე რამდენიმე საათით ადრე კარაქი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. როდესაც იგი დარბილდება, შეურიეთ მაიონეზს. დაუმატეთ შაქარი, მარილი, კვერცხი და ვანილი (ან 2 ჩ.კ. ვანილის შაქარი) და ათქვიფეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე.

2. თხევად ნაზავს დაუმატეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და მოზილეთ მკვრივი ცომი. გადაიტანეთ ცომი საკონდიტრო ტომარაში ან ჩვეულებრივ პოლიეთილენის პაკეტში.

3. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი. გადაანაწილეთ ცომის პატარ-პატარა ნაწილები მის ზედაპირზე. გამოაცხვეთ დესერტი 20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.

თბილი ორცხობილა ძალიან ფაფუკი და ჰაეროვანია, ხოლო თუ მას გააცივებთ, იგი ხრაშუნა და ფშვნადი იქნება. გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი