ბატი ვაშლით – გერმანული კლასიკური საშობაო კერძი

0
927

შობა-ახალი წელი ყველასთვის განსაკუთრებული დღესასწაულია. ყველა ქვეყანაში მას განსხვავებულად აღნიშნავენ, შესაბამისად, სუფრაზეც მრავალფეროვანი კერძები ხვდება. ეს კერძი, რომლის რეცეპტსაც ახლა გასწავლით, გერმანელების საყვარელი საშობაო კერძია.

ინგრედიენტები:

  • 3. 4-5 კგ ბატი
  • 1 თავი ხახვი
  • 2-3 ცალი ვაშლი
  • 1 სირჩა კონიაკი
  • (რომი ან ბრენდი)
  • 1 ჩ/კ კვლიავი
  • 2 ს/კ ფქვილი
  • პილპილი
  • მარილი გემოვნებით

ბულიონისთვის:

  • 1 თავი ხახვი
  • სტაფილო
  • ახალი ნიახური
  • პრასი
  • პილპილის მარცვლები
  • ღვიის კენკრა

მომზადების წესი:

ბატი გავრეცხოთ, გავასუფთაოთ, მოვაჭრათ ზედმეტი ქონი, ფრთის ზედა ფალანგი და გავაშროთ ქაღალდის ტილოთი. ბატს ყველა მხრიდან წავუსვათ პილპილი და მარილი.

გულსართის მოსამზადებლად ხახვი, ვაშლი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, დავუმატოთ კვლიავი და კარგად მოვურიოთ. ბატს კისრის მხრიდან კანი შევუკრათ ხის ჩხირებით, ამოვავსოთ შიგთავსით და შევკრათ ხის ჩხირებით ან ამოვკეროთ კულინარული ძაფით. ასევე შევუკრათ ფეხები შევუკრათ ფეხები კულინარული ძაფით. ბატი რამდენიმე ადგილზე დავჩხვლიტოთ ხის ბასრი ჩხირით ან სხვა ბასრი საგნით, შევდგათ წინასწარ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მკერდით ქვემოთ, ზურგით ზემოთ 50-70 წუთის  განმავლობაში. შემდეგ ხორცი ფრთხილად გადმოვაბრუნოთ (პერიოდულად დავასხათ შეწვის დროს გამოყოფილი სითხე) და გავაგრძელოთ შეწვა იმდენივე ხნით (ბატი შემწვარია თუ ჩხვლეტის დროს გადმოვა გამჭვირვალე სითხე).

სოუსის მოსამზადებლად ქვაბში ჩავყაროთ ბატის მოჭრილი ფრთის ფალანგები, ბატის ქონი, უცხიმო ტაფაზე შემწვარი ხახვი და სტაფილო, სანელებლები, სხვა ბოსტნეული, დავასხათ წყალი, წამოვადუღოთ და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. ცალკე ბატის შეწვის დროს გამოყოფილ 10 სუფრის კოვზ ცხიმს შევურიოთ ფქვილი, დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ მარილი, კონიაკი, ბოსტნეულის ნახარში და ვხარშოთ სანამ სოუსი არ გასქელდება.

მომზადებული ბატის ხორცი გავაჩეროთ 10-15 წუთის განმავლობაში, დავჭრათ ნაჭრებად და მაგიდასთან მივიტანოთ გულსართთან და სოუსთან ერთად.

შეხვდით შობა-ახალ წელს ევროპული კერძით, გემრიელად მიირთვით!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი