ასეთ კერძზე უარს ვერც ერთი სტუმარი ვერ იტყვის

725

ნაზი ბლინები

ამ რეცეპტით მომზადებული ბლინები გამოდის პიკანტური და ძალიან გემრიელი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ბლინები კარტოფილის პიურესგანაა მომზადებული.

ინგრედიენტები

  • 350გ კარტოფილი
  • 400მლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილი, გადაასხით წყალი და აქციეთ პიურედ.

2.პიურეს დაუმატეთ რძე, კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი და ისევ დაჭყლიტეთ.

3.გამოაცხეთ ბლინები ტაფაზე.

გემრიელად მიირთვით!