ასეთი წვნიანი ორცხობილის მომზადება ძალიან მარტივია, გემო კი ბავშვობის დროინდელი ფუნთუშების აქვს

1167

ამ ლამაზი და გემრიელი ფუნთუშების მომზადება უმარტივესია.

ინგრედიენტები

ცომისთვის:

  • კარაქი 100გ
  • შაქარი 1/2 ჭიქა
  • კვერცხი 1 ცალი
  • არაჟანი 1/2 ჭიქა
  • ფქვილი 2 ჭიქა
  • მწიკვი მარილი
  • გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის:

  • ხაჭო 350გ
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • მანანის ბურღული 1 სუფრის კოვზი
  • კვერცხი (ცილა) 1 ცალი
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი

წასასმელად:

  • კვერცხის გული 1 ცალი

ჭიქა – 250მლ

მომზადება

  1. მაცივრიდან წინასწარ გამოიტანეთ კარაქი, რათა ოთახის ტემპერატურამდე გათბეს.
  2. რბილი კარაქი და შაქარი დააბლენდერეთ ან დაჭყლიტეთ კოვზით, რათა შაქარი გალღვეს.
  3. რიგ რიგობით დაუმატეთ კვერცხი და არაჟანი, უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  4. მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი მარილთან და გამაფხვიერებელთან ერთად, მოურიეთ სწრაფად.
  5. ცომი გამოგივათ რბილი და ოდნავ წებოვანი. 15 წუთი მოათავსეთ მაცივარში. გაბრტყელებისას მოაყარეთ ფქვილი.
  6. ამ ცომის დიდიხანი დამუშავება არ არის რეკომენდირებული.
  7. მოვამზადოთ შიგთავსი. კვერცხისგან შიგთავსისთვის გამოვიყენებთ მხოლოდ ცილას, გული შეინახეთ ზემოდან დასამუშავებლად.
  8. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამში და ათქვიფეთ მიქსერით.
  9. ცომი გაყავით 14-16 ნაწილად და გააბრტყელეთ.
  10. მეორე ვარიანტი: გააბრტყელეთ მთლიანი ცომი და ამოჭერით.
  11. თითოეულზე მოათავსეთ შიგთავსი და შეახვიეთ, კარგად დააფიქსირეთ კუთხეები. წაუსვით კვერცხი.
  12. გამოაცხვეთ 210-220 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!